ტვიტერი ბიზნესისთვის

ბიზნესი ტვიტერზე

ტვიტერის პოპულარობა მართალია როგორც მთელს მსოფლიოში ასევე საქართელოშიც Facebook-ს ვერ შეედრება, თუმცა მისი სპეციფიკური თვისებები და დანიშნულება მომხმარებელსა და ბიზნესს სრულიად სხვაგვარ შესაძლებლობებს აძლევს. ტვიტერს მთელს მსოფლიოში 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და მისი 140 სიმბოლოიანი მინი პოსტები ვირტუალური სოციალური ურთიერთობების საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა.  როგორც ჩვეულებრივ მომხმარებელს, ისე ბიზნესებს, მუსიკალურ ჯგუფებს, პოლიტიკურ ფიგურებს და სხვადასხვა სფეროში აზრის ლიდერებს ტვიტერი შესაძლებლობას აძლევს მიმდევრების მთელი არმია გაიჩინონ. არ აქვს მნიშვნელობა ესწრები რაიმე შეხვედრას, წაიკითხე საინტერესო სტატია, მოისმინე ახალი ამბავი, იყავი რესტორანში და დადებითი თუ უარყოფითი შთაბეჭდილებები დაგიგროვდა, შენმა კომპანიამ ახალი ღონისძიება ჩაატარა ან უბრალოდ გინდა შენს ერთგულ მომხმარებელს ბედნიერი დღე უსურვო, უბრალოდ დატვიტე!  იყავი პირდაპირი და ინდივიდუალური.

ერთი შეხედვით სულ რაღაც 140 სიმბოლო შეიძლება არასაკმარისად მოგეჩვენოთ თქვენი საქმიანობის პოზიცირებისთვის ქსელში, თუმცა ტვიტერის მთავარი ძლიერი მხარეც ამაშია. ინდივიდუალური ურთიერთობა მომხმარებელთან, მასთან პირდაპირი საუბარი და არაფერი სხვა. ხანდახან სურათები, ვიდეოები, ათასგვარი აპლიკაცია მოსაბეზრებელი ხდება და უბრალოდ გვინდება “მშვიდად გავესაუბროთ” ჩვენს Follower-ებს. აქ კი ტვიტერს კონკურენტი არ ჰყავს. ის გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ პირდაპირები, გულრწფელები და უწყვეტად კავშირში ჩვენს მომხმარებელთან.

ახლახანს ტვიტერის ადმინისტრაციამ სპეციალურად ბიზნესისათვის შექმნა ვებ-გვერდი business.twitter.com სადაც ბიზნესებს მარტივად შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ტვიტერზე მარკეტინგის თავისებურებების შესახებ და იქონიონ წვდომა სხვადასხვა რესურსებზე.

Advertisements

One comment on “ტვიტერი ბიზნესისთვის

  1. გამოხმაურება: კოქტეილი | 2bmarketing

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s