რჩევები სოციალური მედიის მართვაში

socialmediaდღეს დავწერ სოციალურ მედიაში გვერდების მართვის შესახებ რამდენიმე რჩევას, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ონლაინ მარკეტინგის წიგნში ამოვიკითხე და სრულიად ვეთანხმები, მითუმეტეს, რომ რეალობაში ძალიან ამართლებს.

თანამედროვე ბიზნესი, ორგანიზაციები და საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურები სოციალურ მედიას აქტიურად იყენებენ საკუთარი შეთავაზებისა თუ იდეების გავრცელების საქმეში. საქართველოში ეს მიმართულება ძალიან ფართოდაა გავრცელებული, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ საკითხში ნაკლები ცოდნისა და გამოცდილების გამო ბიზნესს უფრო მეტი ზიანი ადგება ვიდრე სარგებელი. პირველ რიგში რაც უნდა გავაცნობიეროთ სოციალურ მედიაში მარკეტინგული საქმიანობის დაწყებამდე არის ერთი მარტივი წესი “არ გამოიყენოთ სოციალური მედია თქვენი პროდუქტის პირდაპირ გასაყიდად!”, თუმცა რა თქმა უნდა, ქსელში წარმატებული საქმიანობა საბოლოოდ მაინც თქვენს სარგებელში აისახება. როგორც წინა პოსტში დავწერე, სოციალურ მედიას ხშირად კოქტეილ ფართის ადარებენ, სადაც თქვენ ადამიანებთან ურთიერთობთ და არ მიხვალთ უბრალოდ და არ ეტყვით “იყიდეთ ჩემი პროდუქტი თუ შეიძლება!”. თქვენ ამას არ იზამთ და მსგავსად უნდა ვიმოქმედოთ სოციალურ ქსელებშიც. ესაა საშუალება დავამყაროთ მომხმარებელთან პირდაპირი, მეგობრული ურთიერთობა და გავუჩინოთ ჩვენდამი ნდობა, ხოლო ერთი სიტყვაც კი, რომელიც მას აგრძნობინებს, რომ მათზე საერთოდ არ ზრუნავ და უბრალოდ პროდუქტის გასაღებაზე მუშაობ, თქვენს მეგობრობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

შეიძლება თქვენც გქონიათ მსგავსი უამრავი შემთხვევა, მე ჩემს მაგალითს მოგიყვებით. ერთ-ერთი მცირე ფირმას, რომელიც ლონდონში საგანმანათლებლო პროგრამებით სტუდენტებს უშვებს, აქვს გვერდი Facebook-ზე. კომპანიას მუშაობის პროფილიდან გამომდინარე სულ რამდენიმე შეთავაზება აქვს მომხმარებლისთვის, ესაა ბაკალავრის და მაგისტრის კურსები ლონდონში რამდენიმე პროგრამაზე. და რას აკეთებს ფირმის ფეიჯის მართვაზე ეპასუხიმგებელი პირი – ის ორ დღეში ერთხელ პოსტავს ამ სულ ხუთიოდე პროგრამის ფასებს და მოუწოდებს ვიზიტორებს წავიდნენ ლონდონში სასწავლებლად. ამ ორი დღის შუალედში კი დებს ლონდონის სურათებს და ყველაფერს “ლონდონურს”. მე შეიძლება ვერ ჩავწვდი ფეიჯის მისიას, თუმცა ის ნამდვილად ვერ ამყარებს მომხმარებელთან მეგობრულ ურთიერთობას. ვიზოტორს დაინტერესების შემთხვევაში ისედაც შეუძლია ფასების ნახვა საკმაოდ მარტივად, მას უბრალოდ სჭირდება ურთიერთობები, სწორედ ამისთვისაა სოციალური ქსელი, ხოლო საბოლო შედეგი ნდობა და ურთიერთმომგებიანი ურთიერთობები იქნება.

შეიძლება გაგიჩნდათ კითხვა, თუ რა უნდა აკეთოთ სოციალურ მედიაში ისე რომ მეგობრული ურთიერთობები არ გააფუჭოთ და ნდობა მოიპოვოთ. თქვენი პროფილები ამა თუ იმ ქსელში უნდა უყოს მიმართული მომხმარებელზე ზრუნვაზე და სწორედ აქვე უნდა მიაწოდოთ პირველი სარგებელი, პირველი ნაბიჯებიც მომგებიანი ურთიერთობისაკენ ასე იწყება.

  • მოახდინეთ ფოკუსირება სპეციფიკურ აუდიტორიაზე. თქვენ ფართიზე ალბათ ყველასთან არ მიხვალთ და ლაპარაკს არ დაუწყებთ. ალბათ, უბრალოდ თქვენთვის საინტერესო პიროვენებს აირჩევთ ურთიერთობისთვის. ასე უნდა მოვიქცეთ სოციალურ ქსელშიც, ყოველთვის უმჯობესია ქმედებები დავგეგმოთ მცირე ნიშურ სეგმენტზე, ყველა ადამიანს თავს მაინც ვერ მოვაწონებთ ერთნაირი წარმატებით.
  • იყავი აზრის ლიდერი. მიაწოდე ფასეული და საინტერესო ინფორმაცია რისი ნახვაც ხალხს უნდა. ჯობია უჩვენოთ თქვენი დადებითი დამოკიდებულება, გამოცდილება და მოაგვარო მომხმარებლის პრობლემები, ვიდრე უბრალოდ თქვენი პროდუქტი თვალწინ უტრიალოთ.
  • იყავით გულწრფელი და გახსნილი. არ სცადოთ ვინმე სხვის (კომპანია რომლის გვერდი წარმატებულია, ან რაიმე მსგავსი) იმიტირება. აუდიტორია მას ადვილად მიხვდება, მათ ხომ უდიდეს ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. ეს კი იმაზე მეტ ზიანს მოგიტანთ ვიდრე სარგებელს.
  • ლინკე! ლინკე! ლინკე!  ლინკები ყველას უყვარს, ისინი ხომ ვებს ქმნიან ისეთს, როგორიც ის არის და როგორიც ყველას მოსწონს. დალინკე თქვენი ბლოგი, ოფიციალური გვერდი, ყველა სიახლე რასაც მათზე დადებ გახადე ლინკების მეშვეობით ხელმისაწვდომი ფეიჯზეც. დღეს სოციალური მედია ბევრ შემთხვევაში თქვენი ვებ-გვერდის ტრაფიკის ძირითადი წყარო ხდება.
  • წაახალისე ადამიანები დაგეკონტაქტონ. რაც შეიძლება გაამარტივეთ თქვენთან კონტაქტის შესაძლებლობა. გახადე საკონტაქტო ფომრა და მონაცემები ადვილად ხელმისაწვდომი, უპასუხეთ მომხმარებლის კითხვებს გულისხმიერად და ოპერატიულად. ასე თქვენ უდიდეს ნდობას მოიპოვებთ. და რაც მთავარია! არასოდეს არ გაუბრაზდეთ თუნდაც ძალიან გამაღიზიანებელი კითხვისა თუ კომენტარის ავტორს, გასნაკუთრებით ეს არ გააკეთოთ ყველას დასანახად მაინც, კომენტარების სვეტში. ეს თქვენს იმიჯს დიდ ზიანს მიაყენებს.
  • ჩაერთე. შექმენი ჯგუფები, ივენთები, ჩაერთე განხილვებში, წამოიწყე საუბრები საინტერესო და აქტუალურ თემებზე. გახდი აზრის ლიდერი და ორგანზიატორი, რომელსაც ადამიანები ენდობიან. ისინი თქვენდამი ნდობას თქვენს ორგანზიაციაზე ავტომატურად გაავრცელებენ.
  • გახადე შენი პოვნა მარტივი. წაახალისეთ თქვენი ვიზიტორები გააზიარონ თქვენი გვერდი და მოუყვნენ მის შესახებ მეგობრებს. თუმცა აქ გაზიარებებისა და გავრცელების თხოვნები საკმაოდ გამაღიზიანებელია, უბრალოდ ეცადეთ იყოთ იმდენად საინტერესო, რომ თავად გახდნენ თქვენი პირადი მარკეტოლოგები.
  • ექსპერიმენტები. სოციალური მედია არის ადგილი, სადაც უამრავი ექსპერიმენტის ჩატარება შეგვიძლია და შედეგებიც ხილულია და დასკვნების გამოტანა მარტივი. თუ რაიმე ისე არ გამოვიდა როგორც ელოდით, გააკეთეთ კორექტირებები ან მოიფიქრეთ რაიმე ახალი. არ არსებობს სოციალური მედია მარკეტინგის ექსპერტი, ჩვენ ყველანი ვსწავლობთ საკუთარი და სხვისი გამოცდილებიდან.

იმედია საინტერესო იყო. სცადეთ და თქვენი გამოცდილება და იდეები კომენტარების სახით გაგვიზიარეთ…

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s