ვირუსული ქარიშხალი

World Wide Rave

ყველა მარკეტოლოგის ოცნებაა ადამიანები საკუთარ ბრენდსა თუ კომპანიაზე აალაპარაკოს. რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე სიტუაცია როდესაც ადამიანები მთელი მსოფლიოს გარშემო შენზე ლაპარაკობენ და ზოგ შემთხვევაში, და უმეტესად ასეც ხდება, შენ მთელს ამ აურზაურში არავიტარი წვლილი არ მიგიძღვის. რა უნდა იყოს უკეთესში დადებითი გამოხმაურება ვიგულისხმე მსოფლიო საზოგადოების, თუმცა რა თქმა უნდა უარყოფითი ინფორმაციის დამუხტული მსოფლიო ქარიშხალიც არც თუ ისე იშვიათია.

სანამ კონკრეტულ რჩევებს ჩამოვწერდე, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ასეთი ვირუსული ქარიშხლის მოწყობას თუ დაგეგმავთ, უმჯობესია  საუკეთესო მაგალითები მოვიყვანოთ მსოფლიო ქარიშხლების სერიიდან.

პირველი კლასიკური მაგალითი კოკა-კოლას და მენთოსის ფენომენი იქნება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ტექნიკურმა პროგრესმა და ამ შემთხვევაში youtube-ის გამოჩენამ ვირუსული ქარიშხალი შესაძლებელი გახადა და ვიდეოებმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ალბათ გაგიგიათ ან არ გაგიგიათ (საქართველოში არაა პოპულარული) ვებ-გვერდი eepybird.com . ესაა გასართობი გვერდი, რომლის მისიაა მომხმარებლის გამხიარულება სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებით. თუ თქვენ ამ სახელს დასერჩავთ გუგლში, მისი დასახელების გასწვრივ დაინახავთ სიამაყით სავსე სიტყვებს “We Mixed Coke and Mentos” , დიახ, მათ ერთმანეთში შეურიეს მენთოსი და კოკა-კოლა და საოცარი შედეგიც მიიღეს.

ფრიც გრობი და სტეფან ვოლცი არიან eepybird-ის ორი შეშლილი მეცნიერი, რომლებიც უცნაურ და სახალისო ექსპერიმენტებს ატარებენ. მათ შოუებს ათასობით ადამიანი ესწრება და youtube-ზე ათეულობით მილიონი ადამიანი უყურებს. მათმა წარმატებამ პიკს მიაღწია, როდესაც კოკა-კოლა მენთოსში შეურიეს და საოცარი გეიზერი მიიღეს. ვიდეომ მთელი ინტერნეტი მოიცვა. მენთოსის მარკეტინგის სამსახურმა დროულად დაინახა ეს გასაოცარი შესაძლებლობა და დაუკავშირდა eepybird-ს და თანამშრომლობა შესთავაზა. კოკა-კოლამ კი თავი შეიკავა, რადგანაც ჩათვალეს რომ მათ იმიჯს არ შეესაბამებოდა, თუმცა რაიმე პრეტენზია არ განუცხადებიათ. მენთოსმა და eepybird-მა გამოაცხადეს კონკურსი საუკეთესო გეიზერის ვიდეოებზე და პრიზები დააწესეს. პირველი პრიზი იყო iTunes-იდან 1000 გადმოწერის უფლება და ერთი წელი უფასო მენთოსი.  აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, თუ რა კარგად გათვალეს პრიზები, ეს სწორედ ის იყო რაც ვიდეოს პოტენციურ შემქმნელების უცნაურად მოწყობილ ტვინებს გაახარებდა. იმ პერიოდში კონკურსმა იმხელა გამოხმაურება ჰპოვა აშშ-ს ყველა სატელევიზიო შოუში მასზე ლაპარაკობდნენ, მილიონობით ადამიანმა პირველივე კვირებში ნახა ვიდეოები, დღეს კი თავადაც შეგიძლიათ დასერჩოთ youtube-ზე ვიდეოები და ნახოთ მათი ნახვების კოლოსალური რაოდენობა. ეს ყველაფერი მენთოსს ალბათ მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი დაუჯდა, თუმცა მიიღო გამოხმაურება, რომელსაც ვერცერთი პროფესიონალური მსოფლიო სარეკლამო კამპანია ვერ მიაღწევდა მილიონობით დოლარის ხარჯის მიუხედავად. სწორედ ესაა მსოფლიო ვირუსული ქარიშხალი (World Wide Rave).

და შესაძლებელია თუ არა მსგავსი წარმატებით ნებისმიერი მარკეტოლოგი უბრალოდ დაჯდეს და მოიფიქროს ასეთი იდეა და მსოფლიო აალაპარაკოს? ალბათ ხვდებით რომ არა,  ვირუსული მარკეტინგი ძალიან არაპროგნოზირებადია და დაგეგმვას ნაკლებად ექვემდებარება, თუმცა არსებობს რამდენიმე რჩევა და ამაზე წიგნიც კი არის დაწერილი დევიდ მიერმან სკოტის მიერ. მაგრამ ისიც აღნიშნავს, რომ წარმატება ამ მიმართულებით ძალიან რთული მისაღწევია და დიდ წილად იღბალს უნდა მივენდოთ. სანამ დევიდ მიერმანის შემოთავაზებულ რჩევებს გაგაცნობთ, მოდით კიდევ ერთი მაგალითი, ოღონდ ამჯერად მარკეტოლოგების მიერ დაგეგმილი ვირუსული კამპანია განვიხილოთ.

მსოფლიო ლიდერი ონლაინ კაზინო Goldenpalace.com  ამ მხრივ ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა. მთელი მსოფლიო ლაპარაკობს მის უცნაურ მუზეუმსა და გამაოგნებელ შესყიდვებზე. მათ კოლექციაში შედის ჯერი გარსიას უნიტაზი, მარიამ ღვთისმშობლის გამოსახულებიანი სენდვიჩი და სხვა მრავალი. მათ იყიდეს ebay-ზე სარეკლამო ადგილები ქალის მკერდზე, ტატუს დახატვის უფლება ადამიანის შუბლზე, ბილბორდის მიკვირს უფლება ინვალიდის ეტლზე. და რატომ აკეთებენ ასეთ სისულელეს, რატომ ხარჯავენ ამდენ ფულს? მას შემდეგ რაც მორიგი ასეთი შესყიდვა გააკეთეს და უილიამ შათნერის თირკმლის კენჭი იყიდეს $25 000-ად,მთელი მსოფლიო იმაზე ალაპარაკდა თუ რა სულელები არიან Goldenpalace-ის მარკეტოლოგები და რაში ხარჯავენ ფულს. ყველა ხალისობდა და ლაპარაკობდა, ასე ხდება ყოველ მომდევნო შესყიდვაზე და ფულის მინიმალური დანახარჯით ისინი მთელს მსოფლიოს ალაპარაკებენ და ართობენ.

ახლა კი ის რჩევები რომელსაც დევიდ მიერმანი გვაძლევს.

  • შენი პროდუქტი არავის აინტერესებს (შენს გარდა). ხალხი მხოლოდ საკუთარ თავსა და საკუთარ პრობლემებზე ღელავს. ხალხს ასევე უყვარს გართობა და საინტერესო რაღაცეების გაზიარება. თუ გინდა მათ შენზე ილაპარაკონ შენი პროდუქტი დროებით გვერდზე გადადე და შესთავაზე მათ რაიმე საინტერესო, რომელზეც სიამოვნებით ილაპარაკებენ და ნახევარი საქმე გაკეთებულია.
  • დაძალება არაა საჭირო. კომპანიები მილიონებს ხარჯავენ რეკლამაზე. ისინი აკეთებენ ფასდაკლებებს, სთავაზობენ მომხმარებლებს იყიდონ სასწრაფოდ მათი პროდუქტები და სანაცვლოდ თანხის ნაწილს უკან უბრუნებენ და სხვა მსგავს ღონისძიებებზე უამრავ თანხებს ხარჯავენ.  ამ დროს კი თქვენ უბრალოდ უნდა მოიფიქროთ ისეთი რაღაც რისი გაზიარებაც ხალხს მოუნდება და ხარჯებიც ქრება.
  • დაკარგე კონტროლი. ბევრს ეშინია კონტროლის დაკარგვის საკუთარ მესიჯებზე და ცდილობს აკონტროლოს ყველანაირად. ეს ჩვენს შემთხვევაში სულელური მიდგომაა. დაკარგე კონტროლი, საშუალება მიეცი გზავნილებს თავისუფლად გავრცელდეს და ნუ ეცდები პირდაპირ გაყიდვებზე გადასვლას. რა თქმა უნდა, ბოლოს მაინც შეძლებ დათვლას ქარიშხლით გამოწვეული სარგებლის, თუმცა არა იმ მეთოდებით რაც უნივერსიტეტში გვასწავლეს.
  • დაამყარე კონტაქტები. თუ გინდა გოგოს გაცნობა ჯერ იქ უნდა წახვიდე სადაც გოგოები არიან, გენიალური ნათქვამია არა? სწორედ ამ ფილოსოფიით უნდა მოემზადოთ ფარიშხლისთვის. გახდი იმ საზოგადოების ნაწილი ვინც საბოლოოდ შენი გზავნილი უნდა გაავრცელოს, გაწევირანდი მათ ჯგუფებში, მონაწილეობა მიიღე ფორუმებში და უბრალოდ იყავი იქ სადაც “გოგოები არიან”.
  • წაახალისე გაზიარების პროცესი. როდესაც ინფომაცია ფასეულია, აგვარებს ვინმეს პრობლემას ან არის სახალისო, ეს ხალხს უბიძგებს მისი გაზიარებისკენ.
  • უჩვენე მსოფლიოს შენთან კონტაქტის დამყარების გზები. მას შემდეგ რახ ხალხი შენზე დაიწყებს ლაპარაკს, ისინი შენს პოვნას შეეცდებიან. ისინი მოგძებნიან საძიებო სისტემებით და მზადი იყავი. შენი ვებ-გვერდის ტრაფიკი არნახულად გაიზრდება და სწორედ აქ უნდა მოახდინო შთაბეჭდილება, რაც შენი პროდუქტის გაყიდვის წინა ეტაპი იქნება.

არც ისე რთული ჩანს, თუმცა მთავარი მაინც იდეაა. დანარჩენში კი ეს და მსგავსი რჩევები მხოლოდ დაგეხმარებათ.

Advertisements

2 comments on “ვირუსული ქარიშხალი

  1. Pingback: კოქტეილი | 2bmarketing

  2. Pingback: მსოფლიოს ახალი ვირუსი მოედო | 2bmarketing

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s