Instagram

თუ გაქვთ IPhone, IPad ან ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ტელეფონი, თქვენ აუცილებლად გექნებათ Instagram-ის აპლიკაცია. Instagram არის ფოტო-სოციალური ქსელი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ თქვენი მობილურიდან პირდაპირ ატვირთოთ ფოტო, დაადოთ მას სხვადასხვა ეფექტები ( მაგალითად პოლაროიდი, რომელიც მობილური ტელეფონის კამერებს არ გააჩნია) და ასევე  ავტომატურად გააზიაროთ ეს ფოტოები შემდეგ სოციალურ ქსელებზე : Facebook, Twitter, Foursquare, Tumblr და Flickr.

Instagram

Instagram სულ რაღაც 2  წელზე მეტია რაც შეიქმნა ქევინ სისტრომისა და მაიკ კრიგერის მიერ და ამ დროისთვის ამ სოციალურ ქსელს უკვე 100 მილიონი მომხარებელი ჰყავს. დაახლოებით ერთი წლის წინ კი ის Facebook-მა შეისყიდა 1 მილიარდ დოლარად! ახლა შეგიძლიათ პირდაპირ ატვირთოთ ფოტო თქვენს თაიმლაინზე და მეგობრები იქვე ნახავენ, ეს ფუნქცია კი ამჟამად ტვიტერზე აღარ მუშაობს.   საინტერესო სიახლე Windows Phone-ს მომხარებლებისთვის- როგორც  ჭორები გავრცელდა,  Instagram მაისის ბოლოდან უკვე მათთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

რისთვის შეგიძლია გამოიყენო ინსტაგრამი? როგორც  ფოტოშია ნაჩვენები, ის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ  ფოტოალბომად იქცა. ინსტაგრამით ფოტობს უღებენ ახალ ფეხსაცმელს, კერძს, რომელიც თვითონ დაამზადეს, ძაღლს და ფუმფულა კატებს და  კიდევ ბევრ რამეს, რასაც ფანტაზია გასწვდება 🙂   XXI საუკუნე გაზიარების ერაა!  ამასთანავე ჰეშტეგების ფუნქცია გაძლევს საშუალებას შენი ფოტო ადვილად იპოვონ. წამყვანმა ქართულმა კომპანიებმა ფეხი აუწყვეს თანამედროვე ტენდენციებს. მაგალითად, ბილაინმა გაითვალისწინა მისი პოპულარობა და სპეციალური კონკურსი შესთავაზა მომხმარებლებს.

და ბოლოს, გიტოვებთ CollegeHumor-ის ძალიან  სასაცილო  იუმორისტულ ვიდეოს ამ პროგრამის იუზერებზე:

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s