პარტიზანული მარკეტინგი (Guerrilla Marketing)

guerrilla

პარტიზანული მარკეტინგი (Guerrilla Marketing) ესაა საინტერესო და კრეატიული მიდგომა რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით და მარკეტოლოგებს საშუალებას აძლევს მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური გამოხმაურება გამოიწვიონ, თუმცა ეს ასე ადვილიც არაა. პარტიზანული მარკეტიგნის შესახებ პირველი წიგნი 1984 წელს დაიწერა და მას შემდეგ ის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება გახდა. მას ასწავლიან მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, თუმცა როგორც ვიცი, არა საქართველოში. მოკლედ რომ განვმარტოთ, პარტიზანული მარკეტინგი ესაა რაიმე საინტერესო ინსტალაცია, ფლეშმობი, ქუჩის საინტერესო ბანერები ან ნახატი, მოკლედ ყველაფერი რაც ადამიანებს დააინტირგებს, დააინტერესებს და გაახალისებს, მთავარი მიზანია ისინი შენზე აალაპარაკო. აქცენტი კეთდება კრეატივზე და არა ფულზე და მასშტაბებზე. შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინო ლოკალურ საზოგადოებაზე, თუმცა შენმა იდეამ შეიძლება მთელი მსოფლიო მოიცვას. ეს უკვე პარტიზანული მარკეტინგის თანამედროვე ბუნებაა.

პარტიზანულ მარკეტინგს მის მამადწოდებული 🙂 Jay Conrad Levinson ასე განმარტავს: “მიაღწიო სტანდარტულ მიზნებს, როგორებიცაა მოგება და გართობა, არასტანდარტული მეთოდებით, მოახდინო ენერგიის ინვესტირება ფულის ნაცვლად”.  კონცეფციის მთავარი დადებითი მხარეც სწორედ ესაა, ის მცირე ბიზნესს საშუალებას აძლევს მინიმალური დანახარჯით შეძლოს საზოგადოების ინფორმირება და ალაპარაკება თავის პროდუქტებზე. დღეს როცა სოციალური მედია მსოფლიო საზოგადოებას ქმნის, სადაც განხილვისა და გაზიარების მასშტაბები უდიდესია, მცირე ბიზნეს და არამარტო მას, მინიმალური ხარჯით და ერთი კრეატიული იდეით მსოფლიოს ალაპარაკებაც კი შეუძლია.

რაც შეეხება საქართველოს, მე პირველი რაც გამახსენდა ლიკანის მარკეტინგული კამპანიაა. ალბათ გახსოვთ ქუჩებში გაკრული უბრალო ქსეროქსის ფურცლები წარწერით “დავკარგე ცოცხალი მინერალები”. მთელი ქალაქი ერთმანეთს ეკითხებოდა, თუ რას ნიშნავდა ეს და ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ეს აურზაური კომპანიას ალბათ რამოდენიმე ასეული ლარი თუ დაუჯდა, თუმცა კი შეძლო უდიდესი გამოხმაურების შექმნა. თუ თქვენც უცბად რაიმე ქართული მაგალითი გაგახსენდათ დააკომენტარეთ და განვიხილოთ, საინტერესო იქნება.

pinterest-ზე სანტერესო მაგალითები ვიპოვე, ისიამოვნეთ! იქნებ თქვენ უკეთესი იდეაც კი მოგივიდეთ.

axe

wondebra-ს ბიუსჰალტერის რეკლამა

დასაქმების პორტალის რეკლამა

ცხოველების მკბენარების საწინააღმდეგო სპრეი

გამოსცადე მართვის უნარები / MINI

ალბათ დონატების რეკლამაა, ვერ გავარკვიე :))

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s