PayPal უკვე საქართველოსთვის

paypal

დღეს გავიგეთ სიახლე, რომელიც ბევრ ონლაინ შოფინგის მოყვარულს გაახარებს. PayPal უკვე საქართველოსთვისაც გახდა ხელმისაწვდომი!

აქამდე ქართული საბანკო ბარათებით და მისამართებით დარეგისტრირება არ ხდებოდა, თუმცა მაინც ვახერხებდით წესების გვერდის ავლას სხვადასხვა მეთოდებით. ამისთვის იყო american express-ის ბარათი, რომელიც საერთაშორისოა და PayPal საქართველოსთან ვერ აკავშირდებდა და შემდეგ რომელიმე საზღვარგარეთული ქვეყნის მისამართით ვრეგისტრირდებოდით. დღეიდან ყველას შეეძლება გაცილებით მარტივად გამოიყენოს ონლაინ გადახდის ეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საშუალება და ამისთვის საჭირო მხოლოდ ნებისმიერი სახის Visa, MasterCard ან American Express ბარათი იქნება. მათ შორის გამოგადგებათ სტუდენტური ბარათებიც.

და რატომაა PayPal ასეთი მნიშვნელვანი ონლაინ შოპინგის მოყვარულთათვის? თქვენ აქამდეც ხომ ახერხებდით amazon.com-იდან და სხვა ვებ-გვერდებიდან თქვენი საბანკო ბარათებით პროდუქციის ყიდვას. დიახ ამის გაკეთება შეგეძლოთ, მაგრამ მთავარი მიზეზი რის გამოც ქართველები ასე ველოდებოდით PayPal-ს იყო eBay, მსოფლიოს უდიდესი საცალო ვაჭრობის ონლაინ პორტალი. აქაა უდიდესი არჩევანი, როგორ ახალი ისე მეორადი პროდუქტების.  თქვენ აქ გაქვთ აუქციონებში მონაწილეობის შესაძლებლობა და თქვენთვის სასურველი ნივთი შეგიძლიათ ძალიან იაფადაც კი შეიძინოთ, თუ რა თქმა უნდა გაგიმართლათ. eBay-ზე ერთადერთი გადახდის საშუალება PayPal-ია, ასე რომ დღეიდან ყველას შეგიძლიათ შეუერთდეთ ონლაინ აუქციონებს.

თუ თქვენთვის PayPal-ის გამოყენება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ალბათ მისი ახალი ბარათის წამკითხველიც დაგჭირდებათ. წამკითხევლის ფასი eBay-ზე $10-დან იწყება და საშუალებას გაძლევთ, თუ გაქვთ iPhone ან ანდროიდის ტელეფონი, უმარტივესად გადარიცხოთ თქვენი საბანკო ანგარიშიდან PayPal-ის ანგარიშზე თანხა.

თუ რამე კითხვა გექნებათ რეგისტრაციასთან ან გამოყენების პირობებთან დაკავშირებით, მოხარულები ვიქნებით გიპასუხოთ. წარმატებები eBay-ზე!

paypal

Advertisements

2 comments on “PayPal უკვე საქართველოსთვის

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s