ჩვენ გვინდა სტარბაქსი საქართველოში!

   ჯერ კიდევ  წლინახევრის წინ, როცა მე და ჩემმა მეგობარმა არჩილ დვალიშვილმა დავწერეთ ბიზნეს-გეგმა სტარბაქსის საქართველოში გახსნაზე, არც კი მქონდა გასინჯული მისი ყავა. შარშან შემოდგომას კი ბრიუსელში მოვახერხე სტარბაქსის ყავის დაგემოვნება და ჩემი სურვილი, რომ მისი  ფილიალი საქართველოში მენახა, ათმაგად გაიზარდა:) ახლა კი უცვლელად გთავაზობთ ბიზნეს-გეგმის მარკეტინგული ნაწილის შემოკლებულ ვერსიას. (გაითვალისწინეთ ფასები არ არის კორექტირებული მიმდინარე მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით) :starbucks-logo

მისია:

სტარბაქსის პროდუქცია ცნობილია მაღალი ხარისხით  და  იგი ორიენტირებულია იყოს ბაზარზე ლიდერი ხარისხიანი სერვისით. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებისთვის შევქმნათ  „მესამე ადგილი“.  მომხმარებლებისთვის ორი ადგილი, სადაც უმეტეს დროს ატარებენ არის სამსახური და სახლი. მესამე ადგილი, სადაც მომხმარებლები ივლიან   იქნება სტარბაქსი. მათ მოზიდვას შევძლებთ მყუდრო გარემოს, სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნითა და მაღალხარისხიანი  პროდუქციის  შეთავაზებით.  ამ ბრენდის სახელი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოში ამ სეგმენტში დავიკავოთ ლიდერის პოზიცია. სტარბაქსი მსოფლიოს მასშტაბით  პირველ ადგილზეა ყავის ბაზარზე. კონკურენტებისაგან განსხვავებით ამ ბრენდს აქვს დიდი ხნის განმრავლობაში ჩამოყალიბებული ფასეულობებისა და ღირებულებების სისტემა, რომელიც  მორგებულია ინტერნაციონალურ ბაზარს. ჩვენი მიზანია, ჩვენი კომპანია  საქართველოშიც  იქცეს სოციალური შეხვედრების ადგილად.

 მომხარებელთა ანალიზი:

საწყის ეტაპზე ჩვენ გავდივართ თბილისის ბაზარზე და შესაბამისად ჩვენი მიზნობრივი მომხმარებელი იქნება თბილისის მოსახლეობა. ჩვენ ვახდენთ მომხმარებელთა დიფერენციაციას სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით.  ასაკის მიხედვით დიფერენციაცია გულისხმობს:

ახალგაზრდები(24-წლამდე):  ისინი ეძებენ სასიამოვნო გარემოს დასასვენებლად, გასართობად და ერთმანეთთან სასაუბროდ.

საშუალო ასაკის ადამიანები(25-55): ამ კატეგორიის ადამიანები ეძებენ მყუდრო გარემოს დასასვენებლად, სასაუბროდ, წიგნების საკითხავად და სხვა. მათი ცხოვრება არის ძალიან დატვირთული და ასეთი ადგილები ერთგვარად განტვირთვის საშუალებაა.

პენსიონერები(55 და ზევით): უმეტესად ამ კატეგორიის ადამიანები ანალოგიურად ეძებენ ისეთ ადგილს, სადაც იქნება სასიამოვნო ატმოსფერო და შესაძლებელი იქნება განტვირთვა.

 მარკეტინგული კვლევა: 

ჩვენ ჩავატარეთ ინტერნეტ-გამოკითხვა და დავადგინეთ რომ ამ კომპანიის პროდუქციაზე არსებობს  დიდი  მოთხოვნა, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც უცხოეთში ყოფნისას ერთხელ მაინც ყოფილან სტარბაქსში.  თბილისში არსებული ყავის სახლები მომხმარებელს სთავაზობენ დაბალი ხარისხის პროდუქციას, რაც არამიმზიდველია მომხმარებლებისათვის, თუმცა მათაც ყავთ  გარკვეული მომხმარებელი.  ჩვენ არ დავეყრდენით მარტო ჩვენს მიერ ჩატარებულ გამოკითხვას და ფორუმების მეშვეობით დავადგინეთ რომ ადამიანებს სურთ საქართველოში იყოს სტარბაქსი. ცნობილ  ქართულ ფორუმებზე გახსნილია სპეციალურად სტარბაქსის გვერდები. ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ   FACEBOOK-ზე 8000 ადამიანზე მეტი არის გაწევრიანებული  გვერდზე  სახელწოდებით  „ჩვენ გვინდა სტარბაქსი თბილისში“. ბაზარზე არსებული დიდი მოთხოვნის გამო, ამ ბიზნესში წარმატების დიდი შანსი არსებობს.

 მარკეტინგული სტრატეგია:

ჩვენს  მიერ  შეთავაზებული  საქონელი და მომსახურება იქნება   მაღალი ხარისხის  და  შესაბამისად  შედარებით  მაღალი  ფასები გვექნება, რადგან  რეალურად მაღალი  ხარისხისა და დაბალი ფასების შეთავსება ძალიან  რთულია. თუმცა ეს დიდად არ აისახება  მომხმარებლების რაოდენობაში, რადგან მომხმარებელი ერთხელ  მაინც  თუ მოხვდება  სტარბაქსში, მიხვდება რომ ღირს ცოტა მეტის გადახდა ამისთვის. ჩვენი კომპანიის  მარკეტინგული სტრატეგია მდგომარეობს შემდეგში:

  •   მუდმივი  დივერსიფიცირება-  არის აუცილებელი იმ ბიზნესში, სადაც ჩვენი კომპანია მოქმედებს
  • ნებისმიერ დროს  მომხმარებელს თავი ვაგრძნობინოთ კმაყოფილად
  • ბაზარზე შეღწევისა და გაფართოების  გეგმის შექმნა
  • ფართო ასორტიმენტის პროდუქციის შეთავაზება
  •  ჩვენი პროდუქციის ხარისხისა და სტანდარტებთან შესაბამისობის მუდმივი კონტროლი
  •  სტარბაქსის, როგორც ბრენდის პრომოუშენი სხვადასხვა ღონისძიებებით, ბრენდთან  დაკავშირებული აქსესუარების შეთავაზება
  • გავხდეთ  ბაზრის ლიდერი  ხარისხის მუდმივი  გაუმჯობესების გზით

კონკურენტების ანალიზი:

საქართველოს ყავის სახლების  სეგმენტი ნაკლებადაა განვითარებული. არსებობს  რამდენიმე ყავის სახლი, რომლებიც მომხმარებლებს ძირითადად სთავაზობენ ყავასა და ჩაის.  მათი უარყოფითი  მახასიათებელია დაბალი ხარისხის პროდუქცია და ვიწრო სპეციალიზაცია. მათ დადებით მახასიათლებლად შეიძლება მივიჩნიოთ დაბალი ფასი, თუმცა იგი მიღწეულია ყავის მდარე ხარისხის ხარჯზე. ქართულ ბაზარზე ძლიერი კონკურენციის არარსებობის გამო   მნიშვნელოვნად იზრდება წარმატების შანსი. ბაზარზე შეღწევისა და ბაზრიდან გამოსვლის   ბარიერი არის დაბალი,შესაბამისად ნებისმიერ დროს შეიძლება გამძაფრდეს კონკურენცია.

 პროდუქტი:

პროდუქცია, რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებლებს არის მაღალი ხარისხის, ჩვენი პროდუქცია მზადდება საუკეთესო ყავის მარცვლებისაგან და დიდ სიფრთხილეს ვიჩენთ, რომ მომხმარებლების ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს. ამაში დიდ დახმარებას გვიწევს თანამედროვე ტექნოლოგიები მაგალითად ისეთ დანადგარს

ვიყენებთ როგორიცაა the Clover (R) brewing system რომელიც საუკეთესოა ყავის წარმოებისათვის . ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურებას. ჩვენი ძირითადი პროდუქტები იქნება: ყავა, ჩაი, სხვადასხვა სახის წვენები, ცხელი შოკოლადი, რომელიც ძალიან უყვართ ბავშვებს.  გარდა ამისა მომხმარებლებს

შევთავაზებთ ნაყინს, იოგურტებს, სენდვიჩებს, სალათებს, თუმცა ჩვენი მთვარი პროდუქტი იქნება ყავა. ყავის ჭიქები შერჩეული იქნება იმის მიხედვით, თუ რა სახის ყავას აირჩევს მომხმარებელი. ყავა გვექნება რამდენიმე სახის: Bold Pick of the Day(დღის საუკეთესო არჩევანი), Caffè Misto, Decaf Pike Place™ Roast, Iced Coffee with Milk(რძიანი ყავა ყინულით), Pike Place™ Roast, Clover® Brewed Coffee. ჩვენთან მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ სტარბაქსის აქსესუარები. განვითარების  შემდგომ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ონლაინ შეკვეთების შეთავაზებაც  საქმიანი ადამიანებისათვის.

 ფასი: 

მომხმარებელს ვთავაზობთ რამდენიმე სახის ყავას და ფასებია შესაბამისად: Bold Pick of the Day – 5.5 ლარი, Caffè Misto, Decaf Pike Place™ Roast – 6 ლარი, Iced Coffee with Milk – 7 ლარი, Pike Place™ Roast – 5 ლარი, Clover® Brewed Coffee – 5.5 ლარი,  ერთი ჭიქა ჩაის ფასი იქნება 3.5 ლარი, ხოლო ერთი ჭიქა ცხელი შოკოლადს მომხმარებელს შევთავაზებთ 8.5 ლარად. ნაყინის და იოგურტების ფასი მერყეობს 0,80 ლარიდან  5.5  ლარამდე. მომხმარებელს ვთავაზობთ სტარბაქსის ყავის ჭიქებს რომელთა ფასი მერყეობს 5-დან 15 ლარამდე.

P.S. ეს გეგმა არის მოყვარულის დონეზე შექმნილი და კარგი იქნება, კომენტარებში თქვენს აზრს თუ დააფიქსირებთ. როგორ ფიქრობთ შემოვა სტარბაქსი საქართველოში?

                             სტარბაქსის პროდუქცია

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

2 comments on “ჩვენ გვინდა სტარბაქსი საქართველოში!

  1. გამარჯობათ, მაქვს სურვილი გაგესაუბროთ სტარბაქსის თემაზე. გტხოვთ დამიკავშირდეთ
    პატივისცემით

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s