რეკლამა ქვეცნობიერში

რეკლამის გავლენა ქვეცნობიერზე მომხმარებელს და მომხმარებელთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს მას შემდეგ აწუხებს რაც რეკლამა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ამ მხრივ რა თქმა უნდა ამერიკელი მომხმარებლები აქტიურობენ, მათზე ხომ პირველად გამოსცადეს რეკლამის ამგვარი ხერხები.  პირველი აჟიოტაჟი ამერიკელი მეცნიერების ექსპერიმენტს მოჰყვა. მათ კინოთეატრში წამის მეასედიანი ხანგრძლივობით ფილმში ჩართეს პოპკორნისა და კოკა-კოლას სურათები და განაცხადეს, რომ იმდღეს გაყიდვები ჩვეულებრივზე გაცილებით მეტად გაიზარდა. ეს ნიშნავდა, რომ რეკლამის ავტორებს მომხმარებლის ქვეცნობიერის მანიპულირება შეეძლოთ და რაციონალური ქმედებებიდან გვერდის ავლით მათი სპონტანური რეაქციები ემართათ. მომხმარებლთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებმა ამგვარი რეკლამების აკრძალვა მოითხოვეს და აშშ-სა და მრავალი სხვა ქვეყნის რეგულაციებშიც აისახა ამგვარი რეკლამების კონტროლის ზომები. თუმცა ქვეცნობიერი რეკლამა დღესაც აქტიურად გამოიყენება და საკითხავი ისაა მართლა ახდენს თუ არა ის გავლენას მომხმარებლის გადაწყვეტილებებზე ამ უკანასკნელთა რაციონალური აზროვნებისგან გვერდის ავლით.

ძირითადად ქვეცნობიერ რეკლამაში სექსუალურ გრძნობებსა და სხვა პირველად მოთხოვნილელებზე ხდება ხაზგასმა.  გავლენა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა სენსორული სტიმულის მეშვეობით. ეს შეიძლება იყოს ვიზუალური, სხვადასხვა ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ელემენტების ჩართვით რეკლამის ვიზუალში, ან შეიძლება ყველაფერი იყოს ხილული, თუმცა ადამიანის ქვეცნობიერის რომელიმე ნაწილზე ახდენდეს შეგნებულ გავლენას. ამ უკანასკნელის უკანონობის დამტკიცება თითქმის შეუძლებელია და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. რაც შეეხება ხმოვან რეკლამას, აქ ავტორები ხმოვან ტექსტში სვამენ ადამიანის სმენისთვის შეუმჩნეველ სიხშირის მიმართვებს და ამით ფარული გავლენის მოპოვებას იმედოვნებენ. ამის შესახებ ხვალ დავწერ საინტერესო პოსტს.

რამდენიმე საინტერესო ფარული გავლენის მაგალითიც ვიპოვე. თუ დაგაინტერესათ რაში მდგომარეობს მათი ქვეცნობიერზე გავლენა შეგვიძლია განვიხილოთ, მანამდე იფიქრეთ 🙂

imp highlights

eat it

sexy

tangled


Advertisements

11 comments on “რეკლამა ქვეცნობიერში

  1. საინტერესოა და ძალიან ზუსტი მიგნებებიცაა დაჭერილი.
    1. რაც მეტი დრო გავა, მით უფრო დიდი დოზით იქნება რეკლამებში ღიად თუ ფარულად ეროტიკული ელემენტები შეტანილი. რასაკვირველია თუ კი მკაცრად არ აკრძალეს ეს.
    2. ძალიან ბევრ საბავშვო მულტიპლიკაციურ ფილმშია ფარულად გამოყენებული წარწერა SEX. 2-3 წლის წინ youtube-ზე რამდენიმე ვიდეოც კი იყო დადებული მაგრამ სამწუხაროდ უკვე წაშლილია. ასეთი, მაგალითად, მახსოვს იყო მილტფილმში – “მეფე ლომი” (სიმბა)…
    3. ბოთლის ფორმა როგორც ქალის სხეული – თეძო, წელი და მკერდი;
    4. კოკა-კოლის მაცივარზე შიშველი ქალის სხეული…

    მოკლედ, საინტერესო რამებს აღმოაჩენს ადამიანი თუ კი აინტერესებს ან პროფესიულად ჩახედულია საკითხში

    • გეთანხმები, ასეთი რეკლამები ძალიან ბევრია და განსაკუთრებით საბავშვო ანიმაციურ ფილმებშია დაუშვებელი ჩემი აზრით. მეფე ლომზე მეც ვიცი ღრუბლები იყო სექსის ფორმაზე, კიდევ რამდენიმე მაგალითზე გამიგია. მეცნიერულად არ დაუმტკიცებიათ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი დაფარული ელემენტების გავლენა რეკლამის აღქმასა და მაყურებლის რეაქციებზე, თუმცა უნდა ვივარაუდოთ რახან იყენებენ შედეგის მოლოდინიც აქვთ.

  2. და Stairway to Heaven უკუღმა რომ მოუსმენ Welcome to Hell რომ ისმის ეგეც გეცოდინებათ.

    • არ მიცდია უკუღმა მოსმენა, უნდა შევამოწმო ერთი. აუდიოს რაც შეეხება, kfc-ს რეკლამაზე თუ გსმენიათ, დაბალი სიხშირის ბგერებია გამოყენებული და მხოლოდ ახალგაზრდებს ესმით გარკვეული მესიჯები. ბაზრის სეგმენტირების ძალიან საინტერესო მეთოდია

      • წაღმა მოსმენა სჯობს. 🙂

        ზოგადად თემა კი… ეგ ყველაფერი არის 90% ურბანული ლეგენდა და მხოლოდ 10% სიმართლე.
        ყველაზე კარგი არგუმენტი ქვეცნობიერი რეკლამის საწინააღმდეგოდ მე მოვისმინე ჩემი ლექტორისგან – ამ ყველაფერს რომ ჰქონოდა მართლაც რეალური ზემოქმედების უნარი აქ არ იჯდებოდით დღესო.
        (ჩეხი იყო და პრაღაში ვიყავით).

        რაც შეეხება ფილმს – 25 კადრს გულისხმობ, ხომ? გაყალბებული იყო მაგ ექსპერიმენტის შედეგები, რაც აღიარა კიდეც მოგვიანებით ვაიქერიმ. 🙂 ასე რომ….

        თუმცა, გარკვეული ეფექტი აქვს რა თქმა უნდა მაგრამ არა ასეთი ძლიერი და პირდაპირი. მოკლედ… პრაქტიკული გამოყენება მაგ მეთოდებს არ აქვთ. ტრადიციული ინსტრუმენტები ბევრად უფრო ეფექტურია და რაც მთავარია გათვლადი.

        • კი მაგ ექსპერიმენტს ვგულისხმობდი, შარშან წავიკითხე ბიბლიოთეკაში გვაქვს მომხმარებელთა ქცევის ძალიან საინტერესო ინგლისურენოვანი წიგნი და მანდ ეწერა. კი აღიარეს რომ გაყალბებული იყო, მაგრამ ბევრის აზრით ეს აღიარება იყო ყალბი 🙂 ტრადიციული ინსტრუმენტებში შეიძლება სექსუალური საწყისების და გრძნობების გამოყენებაც ვიგულისმოთ და ეს სრულიად ღიად ხდება, თუმცა ფარული გავლენა მაინც აქვს. და რეკლამა ხომ სწორედ იმიტომაა შექმნილი გავლენა მოახდინოს, მაინც მათი უმეტესობა ირაციონალური გადაწყვეტილებისკენ გვიბიძგებს, ასე რომ ახალი ამ ფარულ მესიჯებში არაფერია ჩემი აზრით.

          • ეგ ახლა სხვადასხვა რაღაცაა. და არაა ირაციონალური გადაწყვეტილებისკენ ბიძგი… 🙂
            ვიზუალური მხარე სხვაა ზოგადად. ეგ ცალკე თემაა ამ პოტს ცდება.

            არ ვიცი რა წიგნი ნახე, მაგრამ მაშინვე ჩატარდა სხვა ექპერიმენტები, რომლებმაც არ დაადასტურა და ბოლოს აღიარა თავადაც რომ გავაყალბეო.

            მოკლედ როგორცაა 🙂
            გავიარეთ. მეზარება ახლა ამაზე დისკუსია და არცაა აქ მაგის დრო და ადგილი 🙂

  3. ზოგადად არ მჯერა შეთქმულების თეორიების, შელოცვების, ჰოროსკოპების, 25 კადრების, ცეცხლის გადმოსვლების, ბიორობოტების და ლელა კაკულიების. 🙂
    ძალიან პრაგმატული მატერიალისტი ვარ. 🙂

    • რაზე ვდისკუსიობთ ვერ ჩავწვდი მთლად ზუსტად 🙂 ირაციონალური გადაწყვეტილებისკენ ბიძგი ფარული გავლენის დროს გამოიხატება ჩვენდაუნებურად პრეფერენციების მინიჭებაში, თუ რა თქმა უნდა ქვეცნობიერი რეკლამის ძალას დავუჯერებთ. და ზოგადად ვიზუალი, სადაც პირდაპირაა სექსუალური ხაზი წარმოჩენილი იგივე გავლენას ახდენს, ფარული სურვილებზე და ქვეცნობიერზე ზემოქმედების გზით. უბრალოდ ერთის შემთხვევაში არ ჩანს, მეორისაში ჩანს მაგრამ გავლენაა ფარული. ხო მეც პრაგმატული ვარ, მაგრამ თუ იქნება თუნდაც 0,1% შანსი იმისა, რომ ამგვარი ვიზუალი თუ ფარული მესიჯი ვინმეზე იმოქმედებს, გლობალურ ბაზარზე უდიდესი ციფრებია და ამიტომაც იყენებენ.

  4. არ ვდისკუტირებთ 🙂
    უბრალოდ… მარკეტოლოგი ხარ, როგორც ვხვდები? ან სწავლობ ბიზნეს ადმინისტრირებაზე ხომ ასეა?
    ის რაც აწუხებს მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციებს და რიგ ქვეყნებში აკრძალული იყო და დღემდე რჩება ზოგან აკრძალული არის ე.წ. ფარული მესიჯი, 25 კადრი და მსგავსი.
    ზოგადად ლამაზი ვიზუალი ეს სხვა თემაა. სექსი, ცხოველები, ბავშვები რეკლამაში დადებით აურას ქმნის 🙂 და დადებითად განგაწყობს საქონლისადმი, მაგრამ ეს ყველა სულ სხვა თემაა. ესაა რეკლამის ესთეტიკა. ისევე როგორც იუმორი რეკლამაში. ან სიუჟეტური ხაზი.
    ძალიან ფართო თვალსაზრისით ყველაფერი მანიპულირებაა, მაგრამ ესთეტიკის და ფარული ტექნოლოგიების დამიქსება ერთად არ მომწონს, როგორც მარკეტოლოგს. 🙂 პროფესიის შეურაცხყოფაა 🙂 ჩვენ ვართ პატიოსანი ხალხი და ყველაზე სასარგებლო პროფესია გვაქვს მსოფლიოში. 🙂
    ვიწროფროფესიულად რეკლამშიკი არ ვარ მაგრამ მაინც.

    სხვა საქმეა, რომ პირადად მე არც 25 კადრის მჯერა და მისი “კრიმინალიზაციის” მომხრეც არ ვარ, მაგრამ ეგ უქვე ფესვგადგმული ლეგენდაა ხალხში და მაგას ვერაფერს ვუზამ. 🙂

    http://stylishblog.net/2010/07/01/7-year-bitch/
    🙂

    • ვსწავლობ და იმედი მაქვს მარკეტოლოგიც ვარ 🙂 კი აბა რა, ბიზნესში მარტო ჩვენ ვზრუნავთ მომხმარებელზე, თუმცა საქართველოში ნაკლებად გვაფასებენ 🙂 ხო ისე მართალი ხარ, ასეთი რეკლამებით მოტყუებით ცდილობ ტვინებში შეძრომას 🙂 სხვა საქმეა როგორ გამოგდის, მაგრამ ფაქტია რომ ცდილობ და იმედი გაქვს რომ გამოგივა. მე ასეთ ხერხებზე უფრო თანამედროვე ვირუსული მარკეტინგის მიდგომები მაინტერესებს და უფრო ეფექრუტადაც მიმაჩნია, თან გაცილებით იაფია და წავედი ეხლა ამ თემაზე ვაპირებ პოსტის დაწერას, შენი პროფესიული აზრი ყოველთვის საინტერესო იქნება ჩემთვის.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s