მტირალა ჩარლი

reasons_my_son_is_crying_tall

ნეტავ რას დაარქმევენ მომავალი თაობები ეპოქას სადაც ჩვენ ვცხოვრობთ? ჩვენ ხომ უკვე შევურჩიეთ სახელები წარსულს: ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, ფეოდალიზმი, ბნელი შუა საუკუნეები, ინდუსტრიული რევოლუცია, ცივი ომის ეპოქა და რა ვიცი, მგონი რაღაცეებიც გამომრჩა. მოკლედ, გვიყვარს წარსულზე ლაპარაკი, განსაკუთრებით ქართველებს. და ნეტავ რას იტყვიან ჩვენზე მომავალი თაობები რამდენიმე საუკუნის შემდეგ? რა გვაქვს განსაკუთრებული რაც აქამდე არ მომხდარა?  

Sharing – გაზიარება – ადამიანებს ჭორაობა ძალიან გვიყვარს, თუმცა დღეს მისი მასშტაბები უზარმაზარია. აქამდე შეიძლება ორ-სამ ადამიანთან გაგვეჭორა ან უბრალოდ განგვეხილა რაიმე საკითხი. აი მაგალითად, რა საყვარელი ბავშვი ჰყავს ჩვენს მეზობელს და რა საყვარლად ტირის. შეიძლება ეს რამდენიმე მეგობრისთვის მოგვეყოლა, ასევე იზამდა მტირალა ბავშვის ოჯახის კიდევ რამოდენიმე ახლობელი და საერთო ჯამში აუდიტორია, რომელიც ამ “საინტერესო” ამბის შესახებ ინფორმაციას მიიღებდა, ალბათ მაქსიმუმ რამოდენიმე ათეულით შემოიფარგლებოდა. და რა ხდება დღეს?

ერთმა მამიკომ, რომელსაც, როგორც ყველა სხვა მამას, ძალიან უყვარს თავისი პატარა და უნდა მის შესახებ ყველას გააგებინოს, Tumbrl-ზე ბლოგი გააკეთა  “Reasons My Son Is Crying” და მეგობრებისთვის თავისი სიხარულის გასაზიარებლად 21 თვის მტირალა ჩარლის სურათი დადო. ეს ალბათ თქვენც ნახეთ ფეისბუქზე. ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე მსგავსი სურათი სათაურებით “მე მას ნაბანი წყლის დალევის უფლება არ მივეცი” “იოგურტის ჭამისას ცუდად იქცევა”  “ბაზ ყურშუქურას თავის შეჭმის უფლება არ მივეცი” და რამდენიმე სხვა, რომელიც შეგიძლიათ თავად ნახოთ. და რა არის ამაში გასაოცარი? ამ სურათებმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მამიკოს ბლოგს ერთი კვირის განმავლობაში 600 000 ვიზიტორი ჰყავდა და არამარტო Tumbrl არამედ მთელი მსოფლიოს სოციალური ქსელები მოიცვა. რაც შეეხება Tumbrl-ს და მის 100 მილიონ ბლოგს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა, მისი გავლენა განუწყვეტლივ მატულობს, თუმცა ერთი პრობლემა მაინც რჩება. ქსელის მარკეტოლოგებს ამ უდიდესი გამოხმაურების მონეტარიზება საკმაოდ გაუჭირდათ, თუმცა სხვა მედია საშუალებებმა ჩარლის ფენომენში შესაძლებლობა დაინახეს. ჯერ მხოლოდ ერთი კვირა გავიდა პირველი სურათის დაპოსტვიდან და მამიკო და ჩარლი უკვე მიიწვიეს ABC-ის გადაცემაში “დილა მშვიდობისა ამერიკა”.

მომავალი თაობები ალბათ Sharing-ის, ქართველები კი გაზიარების ეპოქად მოგვიხსენიებენ. თუმცა ისინი შეიძლება ჩვენზე ჭორიკანებიც აღმოჩნდნენ და ახალი ტექნოლოგიები ამ საოცარ ფენომენს უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.

Advertisements

One comment on “მტირალა ჩარლი

  1. “sharing”-ის ხანა ლოგიკურიააა :დ…თუ მსოფლიო ეპოქაზე ვსაუბრობთ, რაც შეეხება ქართულ ეპოქას არსებული ტენდენციიდან გამომდინარე ყველაზე დიდი და მასშტაბური “ბარბარიზმის” ხანად, თუ რათქმაუნდა ბარბარიზმს იგივე მნიშვნელობა ექნება რაც დგეს აქვს :დ……..

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s