კოცნა ამარცხებს სიძულვილს

United Colors of Benetton დაფუძნდა 1965 წელს იტალიაში და ის ამჟამად გლობალური ბრენდია 6500 მაღაზიით 12 ქვეყანაში. წლიური ბრუნვა  აღემატება 2 მილიარს ევროს. დღეს მე არ ვაპირებ ამ კოპანიის ისტორიის მოყოლას, არამედ ყურადღებას გავამახვილებ მის ყველაზე სკანდალურ მარკეტინგულ  კამპანია  “Unhate Foundation”-ზე, რომელიც ასევე შეიცავდა პარტიზანული მარკეტინგის ნიშნებს.

ზოგადად,  United Colors of Benetton ცნობილია თავისი თამამი ნაბიჯებით, თუმცა სიძულვილის წინააღმდეგ წამოწყებულმა კამპანიამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. 2011 წელს ბენეტონმა წამოიწყო კამპანია და შექმნა ფონდი, რომლის მიზანი არის სიძულვილისა და და ყოველგვარი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ახალი კულტურის საძირკველის ჩაყრა და მხარდაჭერა.  United Colors of Benetton აცხადებს, რომ ეს ფონდი ეფუძნება მის სოციალურ პასუხისმგებლობას, რომლის მთავარი მესიჯია „არა სიძულვილს!“. ფონდის ფარგლებში შესაძლებელია ისეთი პროექტების ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოთხსენებულ  მიზნებს, დიალოგსა და კულტურული განსხვავებების გაზიარებას.

Unhate კამპანია ბენეტონმა დაიწყო სკანდალური პოსტერების გავრცელებით ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ის იყო წარმოდგენილი. მან ამ პოსტერებზე გამოსახა მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკური და სასულიერო პირების დამონტაჟებული კოცნის კადრები. მათ შორის: ანგელა მერკელისა და ნიკოლა სარკოზის, მაჰმუდ აბასისა და ნეთანიაჰუს, ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის ლიდერების, ბარაკ ობამასა და უგო ჩავესის, რომის ყოფილი პაპ ბენედიქტ XVI და ეგვიპტელი სუნიტ იმამის. ამ უკანასკნელზე ოფიციალურმა ვატიკანმა  პროტესტი გამოთქვა და ბენეტონს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. კომპანიამ განაცხადა,რომ ფოტოს მიზანი იყო სიყვარულის გავრცელება და არა ვინმეს შეურაცხყოფა, თუმცა იძულებული გახდა შეეწყვიტა კონკრეტულად ამ ფოტოს გამოყენება.

Pope Benedict Unhate CampaignUSA_Venezuela Unhate ObamaUnhate Germany France

Unhate Foundation-ის კამპანიამ კანის ლომის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი 2012 წლის პრიზი დაიმსახურა. საქართველოში ბენეტონი წარმოდგენილია ნოვო ჯგუფის მიერ.  დასასრულს გიტოვებთ ვიდეოფილმს ამ კამპანიაზე და მაინტერესებს, თქვენი აზრით როგორ იმოქმედა მან კომპანიის მოგებაზე?

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s