<3 River Island / ჩემი წარმატებული შოპინგი

bd290aa7f2217423d86880ad543016e8

კარგა ხანია ბლოგზე არ დამიწერია, ყველაფერი ერთად დამემართა და უბრალოდ დრო ვერ გამოვნახე, თორემ დასაწერი იმდენი დამიგროვდა და კიდევ იმდენი გამოჩნდება ჩემი მომავალი მოგზაურობისას ნამდვილად არ მოგაწყენთ 😀 თუ რა თქმა უნდა ჩემი მარკეტინგული პოსტები ოდნავ მაინც მოგწონთ და გაინტერესებთ.

დღეს კი ჩემი შოპინგის გამოცდილებას გაგიზიარებთ. ტრადიციულად გავედი სახლიდან გაურკვეველი მიზნით, თუმცა იმ ბრძნული ფილოსოფიით, რომ ჩემი ხელფასის ნარჩენები მომდევნო ხელფასამდე არ უნდა შევირჩინო. ამასთან, რატომღაც მგონია უაზრო შოპინგი ჩემს დეპრესიას უშველის, და კვირაში რამდენჯერმე ჩამოვუვლი მაღაზიებს და ვყიდულობ საკმაოდ არასაჭირო ნივთებს, თუმცა როგორც “ჭეშმარიტი” მარკეტოლოგი ამ ბრენდების ფლობით გახარებული, მათ საჭიროებაზე და რაციონალურად ფულის ხარჯვაზე საერთოდ აღარ ვფიქრობ :/

მოკლედ, დღეს როგორც სურათიდან მიხვდებოდით პეკინის გამზირზე რივერ აილენდის მაღაზიაში შევედი. ვიცოდი რომ დიდი ფასდაკლება იყო, თუმცა მაინც საკმაოდ გაოცებული დავრჩი. ვეძებდი რაღაცას, არ ვიცი რას, და იმ ხუთწუთიან მონაკვეთში, როცა ყურსასმენი მოვიხსენი გამყიდველის და ერთი დაინტერესებული ადამიანის საუბარს მოვკარი ყური, რომ მაღაზიას მარაგები აღარ აქვს დარჩენილი და მხოლოდ ის ზომებია ხელმისაწვდომი რაც გამოფენილია, ასე რომ იჩქარეთ River Island როგორც ჩანს, იხურება და წარმოუდგენელი ფასდაკლებაა. ისე გასაკვირიც არ არის, მაღაზიაში შესული  გრანდიოზული ფასებისგან ისეთი დაშოკილი გამოდიოდა გაყიდვები აშკარად ვერ დაფარავდა მაღაზიის ხარჯებს და მომგებიანი ვერ იქნებოდა. საინტერესო ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიის ვიტრინაზე 70%-იანი ფასდაკლება აწერია საკმარისი რაოდენობის მომხმარებელი მაინც არ შედის, ფსიქოლოგიური მომენტია. ჰგონიათ რომ ფასები მაინც ხელმიუწვდომელი იქნება. River Island-ის წინ კი მალსის მაღაზია ხალხითაა გაჭედილი, თუმცა დღეს უკვე ფასები აქ უფრო მაღალია და ხარისხიც, როგორც ყველამ ვიცით, ძალიან დაბალი, ბრენდი კი უკვე გაცვეთილი.  ჩემი პოსტის მკითხველი თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებს და River Island-საც შეუვლის,  ნამდვილად არ ინანებს.

აი როგორ ვიშოპინგე დღეს (სხვათაშორის მალსიც მოიცვა ჩემმა შოპინგმა, თუმცა ეს საინტერესო არაა): მაღაზიაში დიდი ხნის ბოდიალის შემდეგ გადავწყვიტე ერთი ქურთუკი მეყიდა, ძალიან მომეწონა და ჩემს მომავალ მოგზაურობებში ვფიქრობ ძალიან გამომადგება. ფასი ძალიან დაბალი, სულ რაღაც 43,50 ლარი და აშკარად არ შეესაბამებოდა ხარისხს და დიზაინს , თუმცა ამას რა სჯობია, ვიყიდე და წამოვედი. გზაში შევამჩნიე ფასის უკან წინა ფასი მოჩანდა, ავაძრე ბოლო ფასი და წინა ფასი 70 ლარი არმოჩნდა. იმის უკან კიდევ ერთი ფასი დავინახე 😀 გადავფხიკე და იოოოო 😀 110,50 ლარი. წარმოიდგინეთ როგორი კმაყოფილი ვიქნებოდი ასეთი წარმატებული შოპინგით. ასეთი თვითკმაყოფილი სახით გავაგრძელე ბენეფიტების ძიება ქურთუკში და მის ერთ-ერთ ჯიბეში პირველად იარლიყს წავაწყდი.  და საწყის ფასსაც მივაგენი! 145 ლარი !

კითხვას “ნეტავ რაყო იხურება River Island?” უცბად პასუხი გაეცა 🙂

ბოლოს კი პოსტს დავასრულებ River Island-ის პარკზე არსებული წარწერით, რაც მართლა ძალიან მესიამოვნა, Complete Satisfaction!

We love our world and want to look after it … this bag will not be around forever … use it as much as you can … when you throw it away there will be no trace of it after two years in a landfill site … and no harmful after effects …

Advertisements

One comment on “<3 River Island / ჩემი წარმატებული შოპინგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s