Lemon Grass გამათბე!

24450978_pYaG8lVRFshQwKglYVTg5NTxB9KIuOQx8T55RQWzZZ4    ძალიან მომენატრა აქ წერა, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო სამწუხაროდ ვერ ვახერხებდი ბოლო    დროს. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემი ძვირფასი დრო მიღირს ამ პოსტზე დავხარჯო.

ძლივსძლივობით დღეს მეგობრებმა თავი მოვაბით, რომ ერთად წავსულიყავით სადმე. დილიდან 6-მდე  სამსახურმა და შემდეგ 3 საათიანი მაგისტრატურის დამღლელი ლექციებმა თავისი ქნა და ჩვენც დიდი დრო  არ დაგვიხარჯავს ადგილის ძიებაში. მოშიებულებმა გადავწყვიტეთ Lemon Grass-ში შევსულიყავით და  შაურმა გვეჭამა. სულ 5-ნი ვიყავით და აქედან ჩემი ერთი მეგობრისთვის შაურმის გასინჯვის პირველი შემთხვევა იყო.

შევედით და შევუკვეთეთ 4 შაურმა ღორის  და 1 ქათმის ხორცით, ასევე 5 კოლა. პერსონალმა გვითხრა, შერეული ხომ არ გინდათო, თუმცა გავუმეორეთ, რა და როგორ გვსურდა.  შეკვეთა მზად არისო, სულ რაღაც 10 წუთში დაიძახეს, რაც ძალიან გამიკვირდა.  დიდის ამბით ამიხსნა შაურმის გამკეთებელმა თანამშრომელმა, თუ რომელი იყო ქათმის და რომლები ღორის, რათა არ აგვრეოდა.

პირველი გაწბილება პირველივე ლუკმამ მოიტანა. შაურმა ძალიან ცივი იყო, რაც გემოს უკარგავდა.  შემდეგი ლუკმისას უკვე წარმოვიდგენე, თუ როგორ იდგა საწყალი ღორი სადღაც ანტარქტიდაზე და სიცივისგან იყინებოდა ( 🙂 ).

1395407_590595661008058_809973539_nფოტო by Toko

    მოიცადეთ! ღორის ხორცი კი არა, ჩვენც ქათმის შემოგვაპარეს თურმე. რადგანაც ღორის ხორცისგან გაკეთებული შაურმა მეტი პოპულარობით სარგებლობს და მარაგშიც ნაკლებად ჰქონდათ (რაც შემოსვლისას ემჩნეოდა ქურასთან, თუმცა თვითონ არაფერი უთქვამთ!), ალტერნატივა “შემოგვასაღეს”.

უღიმღამოდ შევექეცით შაურმას  სადღაც ნახევარ საათში. უმეტესად ბოლომდე ვერ შევჭამეთ, რადგან გემო საერთოდ არ იგრძნობოდა.  ადგილებიც ბლომად იყო, თუმცა ლემონ გრასის გოგონამ არც აცია, არც აცხელა ეგრევე შეუდგა ჩვენი მაგიდის ალაგებას, არადა ასე 21:30 საათი არ იქნებოდა. ჩემმა მეგობარმა უკმაყოფილება გამოთქვა შაურმასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხი ასეთი პასუხი მივიღეთ: “ეგ შაურმა, ვინც გააკეთა მაგას უთხარით, მე  არ მევალება”. ღმერთმანი!  ავტონომიურ სექციებად არის დაყოფილი ლემონგრასი თუ რა ხდება?!  შაურმა ვთქვათ მისი ბრალი არ იყო, მაგრამ ნახევრად სავსე კოლა რომ ამაცალა მაგიდიდან?

გამოსვლისას სალაროსთანაც ვესროლე რეპლიკა, რომ მათმა შაურმამ ამაკანკალა, ისეთი ცივი იყო და სახლში მისულს აუცილებლად გათბობის ჩართვა დამჭირდებოდა, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.

დროა, რომ საქართველოში ამუშავდეს მომხარებლის ფიდბექის ძალა. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ სმარტფონების (მუშაობს ანდროიდზე, ბლექბერიზეიოსსა და ვინდოუს ფოუნზე) მომხარებლებმა აქტიურად გამოიყენოთ Fourqsuare-ის აპლიკაცია, არ დაიზაროთ და დატოვეთ რივიუ. მე რომ შესვლამდე დამეთვალიერებინა Lemon Grass-ის გვერდი, ხომ ვნახავდი ამ შეფასებას და არ შევიდოდი:

“i think if you go at lunchtime is nice, but go at night and food is cold. was nice but they need to keep food hot!!

Malcolm MX T. · June 17″
რა თქმა უნდა, მეც დავწერე უარყოფითი შეფასება  და თქვენც გირჩევთ, არ ესტუმროთ ლემონ გრასს. დროა ბიზნესმა შეიგნოს, თუ რაზეა მათი მოგება დამოკიდებული!

3 comments on “Lemon Grass გამათბე!

Leave a reply to შემოდგომისფერი კომენტარის გაუქმება