Come Back!

Ceiling

დიდი ხანია ბლოგზე არ დაგვიწერია, ბევრი რამე მოხდა და დროის უქონლობის გამო ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ჩვენ ისევ საქმეში ვართ! ამ პოსტს ჩემს თავს დავუთმობ, მარკეტინგული კუთხით რა თმა უნდა. 

უკვე თითქმის ექვსი თვეა რუმინეთში ვარ, მაგისტრატურაზე ვსწავლობ “მარკეტინგული ანალიზი და სტრატეგია”, ამას ჩემს პოსტებშიც იგრძნობთ. სწავლასთან ერთად მუშაობაც დავიწყე, უფრო სწორად ანაზღაურებადი ინთერნშიფი ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიაში. ხშირად ვხუმრობ ჩემი მუშაობის გამოცდილებასთან დაკავშირებით. წინა სამსახურში სამშენებლო იარაღებს და მასალებს ვუკეთბედი მარკეტინგს, თეორიულად ყველაფერი ვიცი ამ სფეროში 🙂 პრაკტიკულადაც მოვახერხებ რაც დამჭირდება. ახალი სამსახური კი სრულიად განსხვავებულია, ჩემი კომპანია Coriolan არის რუმინული ნომერ პირველი საქორწილო და ნიშნობის ბეჭდების მწარმოებელი კომპანია. Gold and Diamond all around! ჩემთვის სრულიად ახალი სიტუაციაში აღმოვჩნდი, წინა სამსახურისგან განსხვავებით აქ მთავარია ბრენდი და რა თქმა უნდა ოქრო და ბრილიანტი. მეტი რა უნდა მინდოდეს, თეორიულად სრულყოფილად ვფლობ სამშენებლო საქმეს და ახლა უკვე ბეჭდების ექსპერტიც ვხდები, სრულყოფილი კაცის უნარებს ვაგროვებ 🙂 თუმცა მანამდე კიდევ ვინ იცის რამდენ სამსახურს გამოვიცვლი. ეს ხუმრობით, თუმცა იმ ეტაპზე სანამ შეგიძლია თავს უფლება მისცე და ბევრი სამსახური გამოიცვალო, ამაზე უკეთეს გამოცდილებას ვერ დააგროვებ, განსაკუთრებით მარკეტინგის კუთხით. ახალი ადამიანები, ახალი გარემო, მუშაობის სხვა სტილი, სხვა კულტურა, სრულიად განსხვავებული სფერო, საშუალება დააკვირდე როგორ მუშაობენ აქამდე შენთვის სრულიად უცნობ ქვეყანაში და კიდევ ბევრი სხვა. მოკლედ, მიუხედავად იმისა რომ ენის ბარიერის გამო სრულყოფილად ვერ ვერთვები საქმიანობაში და ძირითადად მარკეტინგული რაოდენობრივი ანალიზის კუთხით შემოიფარგლება ჩემი საქმე, ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა აქ რომ ვმუშაობ.

რაც შეეხება ჩემი აქ ყოფნის მეორე, სოციალურ მხარეს, ესეც შეგვიძლია მარკეტინგულ ჭრილში განვიხილოთ, ეს ხომ მარკეტოლოგების ბლოგია 🙂 რა არის ჩვენს პროფესიაში მთავარი და რა გვაქვცევს ჩვენ წარმატებულებად? რა არის ის რაც განასხვავებს ჩვენს საქმიანობას სხვა დანარჩენისგან და რაც მე და ალბათ თქვენც ასე გვიყვარს. არ ვიცი ეს ჩემმადე თუ ვინმემ თქვა, დარწმუნებული ვარ იტყოდა უბრალოდ არვიცი ვინ 🙂 იმისთვის რომ გახდე წარმატებული მარკეტოლოგი უნდა იცოდე როგორ მუშაობს ცხოვრება, How life works! ეს გულისხმობს: რა უნდათ ადამიანებს, როგორები არიან ისინი, რა მოტივები ამოძრავებთ, როგორ ურთიერთობენ, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, როგორ მუშაობს ცხოვრება! ამის გაგებისთვის გვინდა გამოცდილება, სოციალიზაციის და საინტერესო ცხოვრების შესაბამისი დონე. რაც უფრო კარგად ასრულებ ამ ორ მოთხოვნას მით უფრო ჩქარდება გამოცდილების მიღების პროცესი.  ამას ვაკეთებ ზუსტად აქ, საშუალებას ჩემი სტიპენდია, სამსახური და უნივერსიტეტის მოქნილი განრიგი მაძლევს. მოგზაურობა, ახალი ადამიანები და ურთიერთობები, დაგემვის დაბალი დონე და მეტი თავგადასავალი და ბევრი ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტებზე მერე მოგიყვებით, ამ პოსტისთვის სულ ეს იყო>
La Revedere!

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s