ტიმ ჰოვარდის მომგებიანი მატჩი

 

53b3beb86f8c2_ScreenShot20140702at09.11.04

დღეისთვის საკმაოდ თემატური პოსტი გამოვიდა. ალბათ ყველა იცნობთ აშშ-ს გუნდის მეკარეს ტიმ ჰოვარდს. გუნდმა წლევანდელ ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშა, ხოლო ტიმის ბოლო მატჩი ბელგიასთან მისთვის საუკეთესო აღმოჩნდა, თუმცა კი მისი გუნდი საბოლოოდ მაინც დამარცხდა.  ბელგიასთან მატჩში ჰოვარდმა ჩემპიონატის რეკორდი მოხსნა სეივების რაოდენობით. შეიძლება ფიქრობთ, რა შუაშია ჩვენს ბლოგთან ფეხბურთი, თუმცა ეს ხომ აშშ-ს ნაკრებია. ხოლო აქ ყველაფრის კომერციალიზაცია შეიძლება და შეიძლება ჰოვარდმა ფეხბურთის გულშემატკივართათვის მხოლოდ საოცარი მატჩი ითამაშა, ამერიკელი მარკეტოლოგებისთვის კი ამ დღეს ახალი შესაძლებლობა სულ სხვა კუთხით გამოჩნდა.


20140702-130701-47221511

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ჰოვარდი ტვიტერის ტვიტებზე 1,8 მილიონჯერ იყო ნახსენები, ხოლო ჰეშტეგმა #ThingsTimHowardCanSave უკვე სოციალური ქსელები მოიცვა. ასეთი საოცრად მზარდი პოპულარობა მარკეტერებისთვის ახალი შესაძლებლობაა.  ბრენდების სახეებად და მარკეტინგული კაპმანიების მხარდასაჭერად (Endorsement) პოპულარობის ზენიტში მყოფი ვარსკვლავების გამოყენება ყოველდღიური მოვლენაა. შესაბამისად, ჰოვარდსაც დიდ შემოსავლებს უწინასწარმეტყველებენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აშშ-ში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებიდან ფეხბურთის გარდა ყველა შესვენებაზეა გასული, ტიმს კონკურენტები ნაკლებად ყავს. მარკეტოლოგების შეფასებით ჰოვარდის მონაწილეობა ეროვნულ სატელევიზიო კამპანიებში მას შვიდციფრიან შემოსავალს მოუტანს, ხოლო ერთჯერადი გამოჩენა ექვსციფრიან ჰონორარში აისახება.

მაშინ როცა ფეხბურთის კომენტატორები წარმატებული მატჩების შემდეგ შესაძლო მომგებიან ტრანსეფერებზე აკეთებენ აქცენტს, მათ გაცილებით მომგებიანი ბაზარი ავიწყდებათ.

Advertisements

One comment on “ტიმ ჰოვარდის მომგებიანი მატჩი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s