ნატახტარის ლუდის ფესტივალი

beer

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გუშინ ნატახტარის ლუდის ფესტივალზე ვიყავი, ისევე როგორც წინა წლებში და შემიძლია გითხრათ და თქვენც თავად ნახავთ, პროგრესი აშკარად არ გვაქვს, პირიქით :/ ლუდის ფესტივალის მიზანი ლუდის გაყიდვა ხომ არ უნდა იყოს?! ესაა კომპანიისთვის პიარი, მომხმარებლის ლოიალურობის გაზრდა, იმიჯის შექმნა. თუმცა ნატახტარმა წელს აქცენტი აშკარად მოგების მიღებაზე გააკეთა. ლუდიც არათუ საბაზრო ფასზე იაფად იყიდება, არამედ საკმაოდ დიდი ფასნამატიც აქვს – 1,5 ლარი ნატახტარი და მთიელი, ხოლო კაიზერი, კოზელი და ეფესი 3 ლარი ნახევარი ლიტრი.

ამას ემატება ერთი საკმაოდ უცნაური რამ. მთელს ფესტივალზე არსად არ იყიდება ლუდზე “მისაყოლებელი”. საკმაოდ უცნაური მიდგომაა. ორი საკვების პუნქტი გახსნილი აქვს პაბ “არსად”-ის მომსახურე პერსონალს. ალბათ გსმენიათ ამ პაბის შესახებ, თუარადა გეტყვით, რომ ამ ხალხმა ბიზნესის კეთება ნამდვილად იცის. თუმცა მათზე ალბათ ერთ პოსტს ცალკე დავწერ, როგორც ქართული წარმატებული ქეისი. ხოდა რას ვამბობდი, არსადის კვების პუნქტიც მხოლოდ ჰამბურგერებს, ჰოთდოგებს და კარტოფილს გვთავაზობს, ლუდზე რომელი მიდის  ვერგეტყვით :/  ღამით, უკვე კარგად მთვრალი მსმელი ქართველობა სმარტიდან ეზიდებოდა შებოლილ თევზებს. და კიდევ ერთი უცნაურობა, ფესტივალზე არის ძალიან ბევრი არასრულწლოვანი, 12-16 წლის ასაკის და ყველა ლუდით ხელში. არვიცი რატომ ყიდიან ბავშვებზე ლუდს, ან იქვე მოძრავი უამრავი პოლიციელი რას აკეთებს, მაგრამ საკმაოდ არასასიამოვნო საყურებელია და აშკარად კანონის დარღვევა.

რომ შევაჯამო, წლევანდელ ლუდის ფესტივალს ნაკლები აქვს საერთო კომპანიის იმიჯზე გათვლილ კამპანიასთან და უბრალოდ ლუდის გაყიდვაზე ორიენტირებული, ცუდად ორგანიზებული ღონისძიებაა.

Advertisements

2 comments on “ნატახტარის ლუდის ფესტივალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s