კაზანტიპი და ზოგადად

kaz

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გუშინ ანაკლია და განმუხური მოვიარე და საინტერესო ფაქტები გავიგე კაზანტიპის შესახებ პირველწყაროდან. ვიფიქრე, ზაფხულის მთავარ თემასთან დაკავშირებით ერთი მარკეტინგული პოსტის დაწერა ნამდვილად ღირდა.

ანაკლიისკენ მიმავალმა რადიოში ტურიზმის ეროვნული სამსახურის უფროსის განცხადება მოვისმინე, რომ სამეგრელოში სასტუმროების ძალიან მცირე რაოდენობაა და რეგიონის ტურისტული პოტენციალი მხოლოდ მინიმალურ დონეზეა რეალიზებული-სრულიად ვეთანხმები. თუმცა, ასეთი განცხადებები ყოველთვის გვსმენია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება ტურიზმის მნიშვნელობას ვერც მთავრობა და მითუმეტეს ხალხი, რომელმაც ამ სფეროდან დიდი მოგება უნდა ნახოს, საერთოდ ვერ აცნობიერებს. კაზანტიპის მაგალითი ამის საუკეთესო დადასტურებაა.
ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ მივაღწიე ანაკლიას, ზუგდიდიდან ზუსტად ამდენი დრო სჭირდება. როცა სოფელში ვარ ხშირად ვსტუმრობ ხოლმე ამ ადგილს, მანამდეც ბევრჯერ ვარ ნამყოფი, სანამ ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყებოდა. ასე რომ საკმაოდ კარგად ვიცი ამ ამბის ისტორია. ერთი კი უნდა ავღნიშნო, შარშან არ ვყოფილვარ, თუმცა ბევრიც არ დამიკარგავს როგორც ვატყობ. არცერთი ახალი შენობა და დაწყებული მშენებლობა ბოლო ორი წლის განმავლობაში. შეიძლება ცოტა პოლიტიკურად ჟღერდეს, თუმცა ფაქტია. რამდენიმე მცირე მშენებლობა განახლებულა, ეტყობა ინვესტორებს იმედი მიეცათ კაზანტიპის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ანაკლიის მიმართ ინტერესს ხელახლა აღადგენსო. თუმცა ესაა პრობლემა, ჩვენს ქვეყანაში სტრატეგია არ ქმნის ივენთებს, ივენთები აყალიბებენ სტრატეგიას.
რა მოხდა ანაკლიაში? საქმე გვაქვს სახელმწიფოს, ჩემი აზრით, წარმატებულ ჩარევასთან ახალი ტურისტული ადგილის შექმნაში. გაკეთდა ბულვარი, სანაპირო მოწესრიგდა, გაიხსნა ბანაკი, სახელმწიფომ საკუთარი ხარჯით ააშენა სასტუმრო, რასაც მოჰყვა სხვა კერძო ინიციატივები, აშენდა რამდენიმე სასტუმრო, მათ შორის ხუთვარსკვლავიანიც, აშენდა აკვაპარკი. სანაპირო სავსე იყო დამსვენებლებით, იყო საკმაოდ ბევრი უცხოელი ტურისტი. თუმცა აქ თავი იჩინა ,,ხალხისთვის არაფერი არაა,, სინდრომმა. ადგილობრივი მცხოვრებლები ვერ მიხვდნენ როგორ გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მათი სახლის ფასები დაახლოებით ათჯერ გაიზარდა მაინც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მშენებლობით გამოწვეული ხმაურის გამო. ჩემი ნათესავიც ერთ-ერთი მათგანია. ეზოს ერთი ნაწილის, ჭაობის, საოცარ ფასად გაყიდვის შემდეგ არც კი უფიქრია მცირე ოჯახური ტიპის სასტუმროს აშენება. დაახლოებით იმის მსგავსია სიღნაღის მცხოვრებლები ირონიით რომ ლაპარაკობენ ფასადურ რეკონსტრუქციაზე. ვერ ვხვდები რატომ ჰგონიათ, რომ ჩემი გადახდილი გადასახადით სახელმწიფომ ინტერიერიც უნდა მოუწყოს და ავეჯიც დაუდგას. :/ სახელმწიფომ უნდა შექმნას მაკრო პირობები და ისეთი პროდუქტები, რომელიც კერძო ინვესტიციით ვერ შეიქმნება, ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურა, შეფუთვა და მარკეტინგი-დიახ, ფასადი უნდა შეიქმნას და სხვა დანარჩენი კერძო ინიციატივებზეა დამოკიდებული. თუმცა სამწუხაროდ, მოსახლეობის განათლების დაბალ დონეს ზოგადად ბიზნესის წარმოებაში ემატება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. ამდენწლიანი აპელირებით ფასადებზე, ანაკლიის ჭაობსა და სხვა მრავალზე წარმოიშვა ჩემს მიერ წინა პოსტში ნახსენები თანმიმდევრულობის მოთხოვნით განპირობებული პრობლემა. ახალი მთავრობისთვის რთული აღმოჩნდა წინა წლებში საკუთარი გამონათქვამების დავიწყება და თუმცა შესაძლოა თავადაც ხედავდნენ ანაკლიის განვითარების დიდ პერსპექტივას, ორი წელი დასჭირდათ კომპლექსების დასაძლევად. ამ დროის განმავლობაში ახლის აშენებაზე რომ არაფერი ვთქვათ ზამთრის შტორმებით დაზიანებული სანაპიროს უბრალო გადასწორება, გაზონის გაკრეჭვა და შხაპის ბოძების გაწმენდაც კი არ მომხდარა. ამ ყველაფრის ფონზე ახალი ინვესტორის დარწმუნება რომ ამ მთავრობის შემდეგ ვინმე ახალი მოვა და იგივეს არ იზამს საკმაოდ რთული იქნება. სწორედ ესაა ჩვენი ეკონომიკის განვითარების პრობლემა.

WP_002224

 

 

WP_002226

 

 

WP_002227

 

 

წელს კი “გაგვიმართლა” და უკრაინის კრიზისის ფონზე კაზანტიპი თუ გამარჯობა, მოკლედ, რასაც ეძახიან, ანაკლიაში იმართება. მდგომარეობა ასეთია: მოუწესრიგებელი სანაპირო, რამდენიმე სასტუმრო და ადგილობრივი მცხოვრებლების არაერთგვაროვანი აზრი. სასტუროების არარსებობის გამო ანაკლიის მიმდებარე სოფლებში თითქმის ყველა კერძო სახლში ოთახები უკვე გაქირავებულია. ჩემმა ნათესავმაც მიიღო პირველი შემოთავაზებები. ერთი ოთახი 100 დოლარი, საოცარი ფასია უბრალო ოთახისთვის ყოველგვარი დამატებითი სერვისის გარეშე. თუმცა აქ საინტერესო ფენომენს წავაწყდი და თანაც პოტენციურად საშიშს. ადგილობრივი მცხოვრებლები შეწუხებულები არიან იმით რომ კაზანტიპის გარყვნილების ყურება თავიანთ შვილებს მოუწევთ. უცნაურია, სახლებს აქირავებენ და ამ “გარყვნილებს” ოჯახში უშვებენ და მეორეს მხრივ ფესტივალის ცუდ გავლენაზე ნერვიულობენ. არც კი მინდა იმაზე ფიქრი, თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს ნამდვილმა “ქართველმა” საკუთარი სახლის ოთახიდან “გარყვნილების” ხმამაღალი ხმების გაგონების შემდეგ.  იმედია ჩემი ვარაუდი არ გამართლდება და ასტრონომიული ფასებიც არ შეაშინებს კანატიპის ორგანიზატორებს და მომავალ წელსაც ჩვენთან ჩამოვლენ.

მოკლედ, გვჭირდება მაკრო სტრატეგია ტურიზმის განვითარების, უნდა შევჯერდეთ სახელმწიფოს როლზე ამ პროცესში და ავუხსნათ ხალხს თუ როგორ უნდა გამოიყენონ ტურიზმით მიღებული სიკეთე. კაზანტიპი კარგია, თუმცა ეს უფრო გაგვივარდა და ეს უბრალო გამართლება, სადაც სახელმწიფოს წვლილი მინიმალურია, ადგილობრივ მოსახლეობას დიდ შემოსავალს მოუტანს და ანაკლიასაც გამოაცოცხლებს. იმედია მომავალში უფრო კომპლექსურ მიდგომებსაც ვიხილავთ ტურიზმის განვითარების კუთხით,

და ბოლოს, ფოტო განწყობისთვის ანაკლიიდან, სათაურით: “ასე ტურისტებს ვერ მოვიზიდავთ”

WP_002232

 

 

თუმცა ანაკლია ბევრად უკეთესია. ფოტო ბულვარიდან.

WP_002228

Advertisements

One comment on “კაზანტიპი და ზოგადად

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s