iphone 6 და სმარტფონების ბაზარი

iphone

iPhone-ის მომხმარებლები მოუთმენლად ელოდებიან 9 სექტემბერს, როდესაც iPhone 6 ოფიციალურად გაეშვება გაყიდვაში. ქართველებს ეს ალბათ განსაკუთრებით გაუხარდებათ და მობილური ოპერატორებიც შემოგვთავაზებენ მიმზიდველ განვადებებს 🙂 მანამდე კი ბევრი ჭორი დადის იმაზე, თუ რით გაგვაოცებს ახალი მოდელი. თუმცა ამაზე დაზუსტებით ჯერ არაფერია ცნობილი, apple მიჰყვება თავის ტრადიციას, წინასწარ არასდროს არ ქმნის მოლოდინებს. ეს მათი დამახასიათებელი ტაქტიკაა, მოლოდინებს თავად არ ქმნიან, ამას აკეთებენ მისი ფანები და შემდეგ როდესაც მორიგი ახალი მოდელის პრეზენტაცია ხდება, ის აჭარბებს მოლოდინებს. ყოველთვის უკეთესია შექმნა მოლოდინის შედარებით დაბალი დონე და შემდეგ გადააჭარბო მას, აღაფრთოვანო მომხმარებელი, ვიდრე შესთავაზო ზუსტად ის რასაც შეპირდი, ან უარესი, ვერ გაამართლო დაპირებები.

და რა ვიცით ახალ მოდელზე? დარწმუნებით მხოლოდ ერთი რამ ვიცით, ახალი მოდელები იქნება გაცილებით დიდი ვიდრე წინა აიფონები. როგორც ჩანს apple მიხვდა, რომ iPhone-ის შედარებით პატარა ეკრანები, მათი სუსტი მხარეა და ვეღარ უზრუნველყოფენ თანამედროვე მოთხოვნების მაღალ დონეზე შესრულებას. iPhone 6 ორი მოდელის სახით გამოვა, პირველი 4,7 ინჩიანი ეკრანით და მეორე 5,5 ინჩით, მაშინ როცა iPhone 5s-ს მხოლოდ 4 ინჩიანი ეკრანი აქვს. ამასთან , პირველად ხდება, როდესაც ორი მოდელი ერთად გამოდის, ეფლი ამით მომხმარებელს უფრო დიდი არჩევანის საშუალებას აძლევს. რაც შეეხება დანარჩენ მახასიათებლებს, ეს უკვე ჭორის დონეზეა. ამბობენ, რომ მოდელს ექნება A8 ტიპის 2.0 GHz პროცესორი. iPhone 5s-ს A7 1.3 GHz პროცესორი აქვს. როგორც ვხედავთ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. არის ჭორები, რომ მოდელს ექნება საფირონის ულტრა გამძლე ეკრანი , რომლის დაკაწვრა ან გატეხვა ძალიან რთულია, თუმცა venturebeat.com აცხადებს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ეკრანი არ იქნება საფირონის, თუმცა იქნება საკმაოდ გამძლე, ოდნავ უკეთესი ვიდრე ბოლო მოდელის gorila glass 3 . მოდელს ექნება გაუმჯობესებული wifi და თითის ანაბეჭდების წამკითხველი.

მოკლედ, სულ ესაა რაც ვიცით. მოლოდინებს ახალი მოდელი ალბათ ნამდვილად გადააჭარბებს.

ახლა კი ზოგადად, რა ხდება სმარტფონების ბაზარზე. Samsung-მა შარშანდელთან შედარებით შემოსავლის 30%-იანი, ხოლო მეორე კვარტლის მოგების 20%-იანი კლების შესახებ გააკეთა განცხადება. ამასთან, მეორე კვარტალში ჩინეთის ბაზარზე ჩინურმა სმარტფონების მწარმოებელმა Xiaom-მა  სამსუნგს მობილური ტელეფონების გაყიდვებში გადაასწრო 15 მილიონი გაყიდული ტელეფონით, მაშინ როცა სამსუნგს მხოლოდ 13,2 მილიონიანი შედეგი აქვს. აქედან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, ხარისხიანი ტელეფონების წარმოება უკვე აღარაა ექსკლუზიური ძლიერი მხარე, რაც მსოფლიო ბრენდებს აქამდე ჰქონდათ. ახლადგამოჩენილ ბრენდებს მაღალი ხარისხის და ანალოგიური მონაცემების ტელეფონების წამროება დაბალი დანახარჯებით შეუძლიათ და ძველ ბრენდებს დიდ პრობლემებს უქმნიან. ამასთან, iPhone-ისა და Nokia-ს გარდა, რომელთაც iOS და windows-ის ოპერაციული სისტემები აქვთ, სმარტფონების უმეტესობა android-ის სისტემაზე მუშაობს, რაც მათი დიფერენციაციის საშუალებას კიდევ უფრო ამცირებს. რატო  უნდა იყიდოს ადამიანმა Samsung როდესაც Xiaom გაცილებით იაფად, იგივე მონაცემების, ხარისხიან ტელეფონს სთავაზობს იგივე ოპერაციული სისტემით.

სწორედ ამ საფრთხისგან თავდასაცავად მსოფლიო ბრენდები საკუთარი სმარტფონების დიფერენციაციას სხვადასხვა ჯერჯერობით ძნელად კოპირებადი ფუნქციების დამატებით ცდილობენ. მათ ამის საშუალებას აძლევს უდიდესი ფინანსური რესურსები R&D-სთვის. შედეგად მივიღეთ:

Nokia Lumia – 41 მეგაფიქსელიანი Zeiss-ის კამერით აღჭურვილი Lumia 1020 და Lumia-ს 20 მეგაფიქსელიანი ასევე Zeiss-ის კამერებით აღჭურვილი მოდელები, რომლებიც საქმიანი დანიშნულების ფუნქციასაც ითავსებენ windows-ის ოპერაციული სისტემის წყალობით, დღეს სმარტფონების ბაზარზე საუკეთესო გადაღების საშუალებას იძლევიან. windows mobile სრული ინტეგრაციის საშუალებას იძლევა windows-ის ოპერაციული სისტემით აღჭურვილ კომპიუტერთან და მომხმარებელს სთავაზობს Microsoft office-ის პროგრამას. ამასთან, windows mobile გამოირჩევა სოციალურ ქსელებში სრული ინტეგრაციის შესაძლებლობით. windwos mobile-ის ყველა მფლობელს მალე საშუალება ექნება ისარგებლოს, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყველაზე მოწინავე პერსონალური ასისტენით Cortana, რომელსაც თვითშესწავლის ალგორითმი აქვს და საუკეთესო კომპანიონობას გაგვიწევს.

Samsung – თავის სმარტფონებს ამატებს ისეთ ფუნქციებს როგორიცაა motion sensor, გულის ცემის სენსორი, თითის ანაბეჭდების სენსორი, პერსონალური ასისტენტი და პროცესორის საუკეთესო მონაცემები. თუმცა, სამსუნგს უფრო მეტის გაკეთება მოუწევს, რადგანაც android-ის სისტემით საკუთარი სმარტფონების დიფერენცირება გაუჭირდება კონკურენტებისგან.

Amazon Fire Phone – ახალი მოთამაშე სმარტფონების ბაზარზე. ამაზონი საკუთარ ბრენდს აფართოვებს და წელს უკვე პირველი მსარტფონი შემოგვთავაზა. პირველი მცდელობისთვის მართლაც შესანიშნავი შედეგი მიიღეს. Fire Phone აღჭურვილია რამდენიმე უნიკალური ფუნქციით: Dynamic Perspective , Mayday Button – 24/7 ვიდეო საფორთი, Firefly . ამას ემატება 2,2 quad core პროცესორი 2 GB RAM და ვიღებთ ერთ-ერთ საუკეთესო სმარტფონს მულტიმედიური ფუნქციებით.

LG Flex-ახალი რევოლუციური ტექნოლოგია, რომელსაც კომპანია საკუთარ ტელევიზორებში იყენებს, და თითო ტელევიზორს რკალისებული ტექნოლოგიით თბილისში 19000 ლარად ჰყიდის, უკვე ტელეფონებშიც გადაიტანეს. LG Flex არის სმარტფონი რკალისებული ეკრანით და ჩემი აზრით ის ყველაზე გამძლე სმარტფონია ბაზარზე.

HTC – მას შემდეგ რაც მათმა 4 მულტიფიქსელმა ვერ გაამართლა, ჯერჯერობით რაიმე გასაოცარი არ შემოუთავაზებიათ, თუმცა ის ისევ რჩება ბიზნეს კლასის დახვეწილი და ხარისხიანი დიზაინის ტელეფონად. ბოლო მოდიფიკაცია, 4 მულტიფიქსელთან ერთად მეორე დამხმარე კამერასაც შეიცავს, რომლის ფუქციაა ბექგრაუნდის უკეთესი აღქმა, თუმცა დიდი ვერაფერიო, ამბობემ 🙂

ეს იყო მოკლე მიმოხილვა სმარტფონების ბაზრის, სადაც ბაზრის წილისთვის ბრძოლა აქამდე წარმოუდგენელ ტექნოლოგიებს გვთავაზობს. ვნახოთ რა იქნება შემდეგში! თუმცა მე ჩემი Lumia 1020 ყველას მირჩევნია ^_^

 

lmmm

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s