Caucasus VS X

imovies.ge

კაუკასუს ონლაინის ინტერნეტის მომხმარებლებს ბოლო დროს საკმაოდ უნცაური პრობლემა შეგვექმნა. მე პირადად არა, არ ვსარგებლობ ქართული საიტებით, ტორენტს ვიყენებ, თუმცა ბევრი მომხმარებლისთვის გამაღიზიანებელი ფაქტია.  პრობლემა შემდეგშია: კავკასუს ონლაინის ინტერნეტ პაკეტის მომხმარებლებს ისეთი პოპულარული საიტებიდან როგორებიცაა imovies.ge , myhit.ge , saitebi.ge და ა.შ.ge  😀 არ შეუძლიათ ფაილების გადმოწერა და ონლაინ ფილმების ყურება. ამის მიზეზი კი ერთი საოცარი დამთხვევაა, ყველა ამ საიტმა და კიდევ ბევრმა სხვამ კაუკასუსის სერვერებიდან საკუთარი ბაზები ერთდროულად გადაიტანეს IGS Network-ის სერვერზე. ეს უკანასკნელი კი კაუკასუსს მაღალი გადასახადის გადახდას სთხოვს გაფართოებული ურთიერთჩართვისთვის.

ინტერნეტ პროვაიდერები სერვერის მფლობელებს უხდიან ურთირთჩართვის გადასახადს რაც დამოკიდებულია ურთიერთჩართვის სიჩქარეზე. IGS Network კაუკასუსს სთხოვს 5900 ლარს ერთ გიგაბიტ წამზე, რაც გულისხმობს შემგეგს: თუ კაუკასუსის 100 მომხმარებელი ერთდროულად იყენებს ამ სერვერზე განთავსებული საიტების კონტენტს (უყურებს ფილმს, იწერს ფაილს) თითო 10 მეგაბიტი წამის იჩქარით, გამოვა 1000 მეგაბიტი (1 გიგაბიტი) წამის საერთო სიჩქარე. ალბათ თქვენც ხვდებით, რომ 100-ზე გაცილებით მეტი ადამიანი იყენებს ამ საიტებს ერთდოულად. მაგალითად ზემოთ დასახელებულ სამ საიტზე დღეში ჯამში საშუალოდ 142500 მომხმარებელი შედის. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ , მაგალითად imovies.ge-ზე მომხმარებლის საშუალო ვიზიტი შესაძლოა რამდენიმე საათსაც გაგრძელდეს, ჯამში ყოველ წამს შესაძლოა რამდენიმე ასეული მომხმარებელი უყურებდეს ფილმს. თუ ამას დავუმატებთ ყველა დანარჩენს საიტს რაც ამ სერვერზეა, მივიღებთ წამში შესაძლო რამდენიმე ათასამდე მომხმარებელსაც , რომელიც ამ საიტებს იყენებს. აღნიშნულის შესაბამისი სიჩქარით უზრუნველსაყოფად კაუკაზუსს 5900 ლარიანი ტარიფის გადახდის შემთხვევაში რამდენიმე მილიონიანი გადასახადის გადახდა მოუწევს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თავად კაუკასუსის ურთიერთართვის ტარიფი 250 ლარია.

მოკლედ, ქართველ ინერნეტ მომხმარებელთა 66% ქართულ ტოპ საიტებს ვეღარ იყენებს, თუმცა საიტების დათვალიერების საშუალება აქვთ მაგრამ ვერ იწერენ ფაილებს. ამის მიზეზია ის, რომ საიტები განთავსებულია ისეთ სერვერებზე რომელთანაც კაუკაზუსს გაფართოებული ურთიერჩართვა აქვს, ხოლო ფაილები IGS Network-ის სერვერებზე. ეს ფაქტი შეთქმულების განცდას უფრო ამძაფრებს. ტოპ საიტებმა ერთდოულად შეიცვალეს სერვერი ფაილებისთვის, დატოვეს განცხადებები, რომ კაუკასუსის მომხმარებელი ვერ გამოიყენებდა საიტს და გამოთქვეს იმედი კაუკასუსის კეთილგონიერების. რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა მაგალითად myhit.ge-ს ადმინისტრაციას სერვერს რომ იცვლიდა? მათ დაკარგეს მომხმარებლის 66%. IGS Network დიდ შემოსავალს იმედოვნებს, თუმცა საიტებს რა მოგება აქვთ ცოტა გაურკვეველია. შესაძლოა IGS Network-მა მათ შეღავათიანი პირობები ან რაიმე თანხა შესთავაზა. ეს უკანასკნელი კი ზოგადად კონკურენტული ბრძოლის არაკანონიერი მეთოდია, თუმცა არა საქართველოში.

ამ მდგომარეობის შემქმნელებს შესაძლო ორი შედეგის იმედი უნდა ჰქონდეს:

  1. კაუკასუსი გადაიხდის 5900 ლარს და IGS Network-ის შემოსავლები საოცრად გაიზრდება. გამარჯვებული IGS Network გამოვა.
  2. მომხმარებლები უარს იტყვიან კაუკასუსის ინტერნეტზე. აქ უკვე გვახსენდება სილქნეტი, მისი მთავარი კონკურენი. აქ უკვე შეთქმულების შთაბეჭდილება იქმნება, რისი გამოაშკარავების შემთხვევაში სილქნეთი საკმაოდ უსიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდება. თუმცა კანონი აქაც არ იცავს მომხმარებლებს და არავინ დაისჯება.

მოკლედ, ესეა საქმე. გირჩევთ, ტორენტებზე გადახვიდეთ და  ინგლისურ ფილმებს ჩაუჯდეთ 🙂 ენის სწავლაშიც დაგეხმარებათ. ესაა ჩემი ფავორიტი ტორენტი http://kickass.to/ .  თუმცა თუ რუსულად გინდათ ფილმების ყურება, რუსული ტორენტებიც საკმარისზე მეტია.

Advertisements

One comment on “Caucasus VS X

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s