სოციალური ქსელების აპლიკაციების წარუმატებელი განახლება

  ბოლო დროს საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა  მობილური აპლიკაციების განახლებები.  მომხარებლების ძალიან დიდი გაღიზიანება გამოიწვია ჯერ Fourqsuare-მა და ახლახან კი Facebook-მა.  ორივე შემთხვევა რაღაცით ჰგავს ერთმანეთს- მომხარებელს აიძულეს დამატებითი აპლიკაცია გადმოეწერა მარკეტიდან.

Foursquare new logo

     რამდენიმე კვირის წინ ფორსქუეარმა გადაწყვიტა არსებული აპლიკაციის მოდიფიკაცია და ახლის, Swarm-ის გამოშვება.  ფორსქუერს მთლიანად გაუქრა check-in-ის ფუნქცია და დარჩა მხოლოდ ობიექტების აღმოჩენისა და რეკომენდაციის დანიშნულება.

განახლების შემდგომ შეგიძლიათ ნახოთ ტანსაცმლის მაღაზიები, რესტორნები, კლუბები თქვენს გარშემო, წაიკითხოთ თქვენს ინტერესის სფეროს მორგებული რეკომენდაციები, გაითვალისწინოთ და ასევე დატოვოთ საკუთარი შეხედულება. Swarm კი განკუთვნილია ჩექინისა და შენს ახლოს მყოფი მეგობრების აღმოჩენისთვის.  ფორსქუეარის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ორ კვარტალში იმდენ შემოსავალს ელოდებიან, რაც მთელი გასული წლის განმავლობაში მიიღეს. თუმცა ამ პროგნოზს ვერ იზიარებენ ექსპერტები, რადგანაც მომხარებლები ძალიან გაღიზიანდნენ ამ ცვლილებით, სოციალური მედიის მენეჯერები ღია უკმაყოფილებას გამოთქვამენ მსოფლიო მასშტაბით. ბევრ შემთხვევაში კი ერთგულმა მომხარებლებმა საერთოდ წაშალეს ეს აპლიკაცია საკუთარი სმარტფონებიდან. ამ განახლებას საქართველოშიც ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. შეგიძლიათ გაეცნოთ სოციალური მედიის ექსპერტის დოდი ხარხელის სტატუსს ფეისბუქზე ამ საკითხთან დაკავშირებით:
dodie view
      მეორე შემთხვევა ეხება Facebook-ს, რასაც ასევე ძალიან დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა მომხარებლების მხრიდან, თუმცა საქართველოში დიდი ვნებათაღელვა არ შემინიშნავს ამაზე.

   რამდენიმე დღის წინ ფეისბუქმა აიფონისა და ანდროიდის მომხარებლებს გამოუცხადა, რომ ვერ შეძლებდნენ მიმოწერის ნახვას მეორე აპლიკაციის Facebook Messenger-ის გადმოწერის გარეშე. ასე რომ, იუზერები იძულებულნი გახდნენ, დაეყენებინათ ეს მეორე აპლიკაციაც. ფეისბუქი კი ამტკიცებს, რომ მესენჯერი არის უფრო სწრაფი და სანდო და ამიტომაც გახდა საჭირო ამ განახლების გაკეთება.

   გარდა მეორე აპლიკაციის გადმოწერისა, მომხარებლები უჩივიან იმას, რომ მესენჯერი დაინსტალირებისას მათ ძალიან ბევრ ინფორმაციას სთხოვს და მათ შესახებ დეტალური მონაცემების მიღებას აპირებს. მომხარებლები შიშობენ, რომ ფეისბუქს მათი პირადი ინფორმაციის გაკონტროლების საშუალება მიეცემა. თუმცა ამ შემთხვევაშიც, სოციალური ქსელი განმარტავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ აპლიკაციის შეუფერხებელი და კარგი მუშაობისთვისაა საჭირო და მათ ინფორმაციის გამოყენების სხვა მიზანი არ ამოძრავებთ.
    მომხმარებლები ფლეისთორზე 5 ქულიდან 1 ქულით აფასებენ მესენჯერსა და ფეისბუქს ამ იძულების გამო. თუმცა რეიტინგი ითვლება საერთო (წარსული და განახლებების შემდეგიც) შეფასებათა ჯამით, ამიტომაც ინარჩუნებენ ჯერჯერობით მაღალ საშუალო ქულას.    მე პირადად წავშალე ფეისბუქის აპლიკაციაც და მესენჯერიც, რადგან ძალიან გამაღიზიანებელი იყო მესენჯერის ეკრანზე მოხტუნავე pop-up. გარდა ამისა, ძალიან დიდ ენერგიას ითხოვდა დივაისისგან.
  თქვენ რას ფიქრობთ ამ განახლებებზე? დაიხევენ თუ არა სოციალური ქსელები უკან მომხარებლების უარყოფითი რეაქციის გამო?

 

 

Advertisements

2 comments on “სოციალური ქსელების აპლიკაციების წარუმატებელი განახლება

  1. მესენჯერი ჩემი ტკივილია.
    თავიდან საცდელად გადმოვწერე, რაღაც დისკომფორტი შემიქმნა და წავშალე, მაგრამ რამდენიმე დღეში უკვე ფეისბუქმა მომთხოვა მისთვის მიმემერთა, თუ ჩემი მიმოწერის ნახვა ისევ მინდოდა…
    ორგანულად ვერ ვიტან ცვლილებებს რომელზეც ჩემთვის აზრი არ უკითხავთ და თანხმობა არ მიუღიათ… ამიტომ სულაც იდეალური რომ იყოს მესენჯერის აპლიკაცია, უარყოფით ემოციებს იწვევს ჩემში ამ დავალდებულების გამო…
    მომხმარებელთა ნაწილს შეიძლება საერთოდ არ უქმნის უხერხულობას, ნაწილისთვის ოდესმე შესაძლოა ეს დისკომფორტი გაქრეს, მაგრამ ნაწილი დღესვე უარყოფითად რეაგირებს და ეს როგორც ჩანს, აპლიკაციების რეიტინგზეც აისახება…
    არ მგონია, სწორი იყოს მომხმარებლის კუთხეში მიმწყვდევის პოლიტიკა… საყვარელი სოციალური ქსელი ასე არ იქცევა

    • მეც ძალიან მაღიზიანებდა და წავშალე საერთოდ. ეხლა ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის ბრაუზერით სარგებლობა, მაგრამ პრინციპის საკითხია. თუ ნახავ კომენტარებს ფლეისთორზე, მასობრივი uninstall და უკმაყოფილებაა. მეც ავყევი ტალღას და იმედია შედეგს გამოიღებს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s