პოსტი პოსტერებზე

პოსტერის ისტორია საუკუნეებს ითვლის. დღეს ის, როგორც რეკლამა ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი მიზნით გამოიყენება. რამდენიმე დღის წინ კი გადავწყვიტე ამ თემისთვის ჩემი პირველი და იმედია არა უკანასკნელი პოსტი მიმეძღვნა. ქვეკატეგორიად კი ფილმის პოსტერები ვარჩიე.
სასურველი ფილმის ძიება ხანგრძლივი, რთული და დამღლელი პროცესია.  ხანდახან ძებნა ფილმის მეტრაჟზე დიდხანსაც გრძელდება, ბევრჯერ ალბათ გაერთეთ, დაიღალეთ და სულ დაგავიწყდათ რომ რაღაცის ყურებას აპირებდით. მერე ნერვები მოგეშალათ და საერთოდ გამორთეთ კომპიუტერი. თუ თქვენ ერთხელ მაინც გადაგიწყვეტიათ ფილმის ყურება/არყურება მისი პოსტერის მიხედვით, მაშინ Welcome to my world.

როგორი უნდა იყოს და უფრო მეტად კი საინტერესოა, როგორი არ უნდა იყოს პოსტერი ?
ყველაფერი ალბათ გემოვნების საკითხია და შესაბამისად, ინდივიდუალურია. თუმცა ვეცდები, ჩემი „მოკრძალებული“ აზრები გაგიზიაროთ:

1) ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რაც პოსტერი მიმართ გვაქვს არის ის, რომ პირველი შთაბეჭდილება შეგვიქმნას ფილმზე, ძალიან არ დაგვაბნიოს და არასოდეს, არასოდეს არ  მოგვიყვეს ძირითადი შინაარსი.
მოკლედ, Postერმა Pre როლი უნდა ითამაშოს.

Due Date

   

  კარგი მაგალითი
     

    კომედიური ჟანრის ეს ფილმი ალბათ უმეტესობას ნანახი გაქვთ,  პოსტერი ძალიან ცოტა, მაგრამ  საკმარის ინფორმაციას გვაძლევს: დარჩენილია 781 მილი და წინ რა იქნება თუ გაინტერესებთ,    აუცილებლად უნდა წახვიდეთ კინოთეატრში.

 

         

     

         

2

     

 

   ცუდი მაგალითი

    მეორე  „Must see” კომედია, რომლის პოსტერსაც თუ კარგად დააკვირდებით ფილმის ნახევარზე მეტს თავად მიხვდებით: მოქმედება ვეგასში ხდება, ერთ-ერთი მათგანი კბილს დაკარგავს, აუცილებლად იქნება უცნაური ბავშვი სათვალეებით, ვეფხვი, ქათამი და დამნაშავე და სირთულეებ-გამოვლილი სახეები. მგონი, პროდიუსერებს ცოტა ზედმეტი მოუვიდათ.

 

 

 

2)  უკვე არსებული და პოპულარული ნაწარმოების, ანიმაციური ან მხატვრული ფილმის ახალ  ვერსიას  დიდი იმედებით ველით, თუმცა ხშირად ამ იმედებს ხან პოსტერები, ხან  თავად ფილმები, ხან კი ყველაფერი ერთად ვერ ამართლებს.

3             

   

    ცუდი მაგალითი

    ჩემთვის პირველი იმედგაცრუება „ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა“ გახლდათ, ტიმ ბარტონის ფილმები რომ უცნაური და თავისებურია ყველამ ვიცით, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად ზედმეტი მოუვიდა: ისევ ჯონი დეპი,  გიგანტური და „მოსაშიშო“  კანფეტები, ბავშვები და ჩარლი, რომელსაც უკვე ოქროს ბილეთი უჭირავს ხელში. Tim, Really?

 

 

 

Maleficent

Maleficent

   

    კარგი მაგალითი

    Maleficent, მისი პოსტერი ბოლო დროს გამოსულ ფილმებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა: მარტივი და დახვეწილი. ნამდვილად გაგახსენებთ ბავშვობას, დისნეის „მძინარე მზეთუნახავს“ და მოგანდომებთ ფილმის ყურებას.    კინოზე რა გითხრათ, უყურეთ და დასკვნა თავად გამოიტანეთ. თუმცა ეს ის შემთხვევა, როდესაც პოსტერი ფილმს ბევრად ჯობია.

 

 

 

 

 

3) ვარსკვლავურ Cast-ს ბევრი რეკლამა არ სჭირდება, მაგრამ მის პოსტერზე კარგად გამოყენებას ცოდნა უნდა.

 

   

   ცუდი მაგალითი

   აგვისტო – სახურავ წამოხდილი ამერიკული სტილის სახლი და ვარსკვლავების ცვენა. პოსტერზე ქასთს საერთოდ ვერც ვამჩნევ, სახლს ვუყურებ და ერთადერთი რისი ასოციაციაც მომდის – ლეგოს სათამაშოებია.

 

 

 

 

6

 

 

  კარგი მაგალითი

   კარგი მსახიობები, კარგი ფერები. თუ კარგად დააკვირდებით, იმასაც მიხვდებით რომ 3 ეპოქაში მოგიწევთ მოგზაურობა. იგრძნობა ვირჯინია ვულფის მოტივებიც და როგორც ჩანს, კლარისამ ყვავილები უკვე იყიდა.

 

 

 

 

4) არტის გამოყენება პოსტერებში ახალი ნამდივალ არ არის, თუმცა შემქმნელებს უნდა ახსოვდეთ რომ მათმა პოსტერმა დროს უნდა გაუძლოს.

7

   

 

       ცუდი მაგალითი

      გოძილა  არტის ელემენტებით  ანიმეს ასოციაციას ტოვებს, თუ არ მეცოდინებოდა რომ ეს 2014 წელს გადაღებული ფილმია, ვივარაუდებდი,  ისევ ძველი ვერსიის  ყურება მომიწევდა.
მესმის რომ პოსტერზე არ უნდა გამოაჩინონ მთავარი  „ფიშკა“, თუ როგორი იქნება ფილმის მთავარი პერსონაჟი, მაგრამ  პოსტერის დაძველება სწორად არ მიმაჩნია.

 

 

 

8

   

 

    კარგი მაგალითი

    განსხვავებით გოძილასი, ვუდი ალენის  ფილმს „შუაღამე პარიზში“, ნამდვილად გამორჩეული პოსტერი აქვს. ოუენ უილსონი  პარიზის ქუჩაში და ვან გოგის ღამის ცა – უკვე საინტერესოა.

 

 

 

 

მომავალ პოსტ(ერებ)ამდე:)

სპეციალურად ბლოგისთვის ქეთი მეგრელიშვილი.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s