OnePlus One – სმარტფონი, რომლის შესახებაც ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია

oneplus

რამდენიმე დღის წინ გადავაწყდი სტატიას OnePlus-ზე და მათი მარკეტინგული სტრატეგიით გაოცებული დავრჩი. არაფერი ახალი არ მოუგონიათ, უბრალოდ მთელი ბიზნეს მოდელი დააფუძნეს ორ ფსიქოლოგიურ ძალაზე და გამბედაობა ეყოთ წასულიყვნენ რისკზე და ბოლომდე მიყოლოდნენ. შედეგად მივიღეთ საოცარი ტელეფონი, რომელიც მხოლოდ რჩეულებს აქვთ განსხვავებით iPhone ან Samsung-ისაგან.  ხოლო მისი მონაცემები მსოფლიო ბრენდებისას არათუ არ ჩამოუვარდება, ბევრ კომპონენტში ჯაბნის კიდეც. და რატომ არ გსმენიათ მის შესახებ? ალბათ იფიქრებთ რომ ცუდი მარკეტინგი აქვთ, დაბალი ფაბლისითის და ბრენდის ცნობადობის გამო. თუმცა მათი მარკეტინგის ძლიერი მხარეც სწორედ ამაშია. თუ არ გსმენიათ, თქვენ ჯერ მათი მიზნობრივი ბაზარი არ ხართ, რადგან მათი მარკეტინგი საოცრად ფოკუსირებული და ზუსტია.

Influence Theory ორ ძალას გამოკვეთს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანებზე. ესაა მოწონება (Liking) და დეფიციტი (Scarcity). ჩვენ იმ ადამიანების გავლენის ქვეშ ვექცევით ვინც მოგვწონს და ის რაღაც გვინდა რაც ცოტაა. მაგალითად,  თუ გვეტყვიან რომ ფასდაკლება არის მხოლოდ ერთი დღით სპონტანურად ავდგებით წავალთ და ვიყიდით, თუმცა თუ ეს ფასდაკლება არის ერთი თვით, გადავდებთ, გადავდებთ და მერე არცისე გასაოცარი მოგვეჩვენება. ასევე, გვინდა გვქონდეს რაღაც რაც სხვებს არ აქვთ და გამოგვარჩევს, ეს ჩვენ ორიგინალურებს გაგვხდის. ჩვენ ჩვენს თავზე მოვახდენთ იმ ნივთის თვისებების თუ ბრენდის ასოცირებას და ჩვენი თვითშეფასება რამდენადმე აიწევს, იმ დროს როცა სხვებისთვის ამ ნივთის მოპოვება ძალიან რთულია. და ამ ორი ძალიდან გამომდინარე, რომელს აკმაყოფილებს iPhone თუ გალაქსი? არცერთს. ისინი არიან მეინსტრიმები, ყველას შეუძლია ჰქონდეს და აქვს კიდეც. ჩვენ მათ ვყიდულობთ მაღაზიებში, ინტერნეტით, მობილური ოპერატორებისგან, რომელთაც არც კი ვიცნობთ, შესაბამისად აქ მოწონების და შედეგად, გავლენის ქვეშ მოხდენის ეფექრი არ მუშაობს.

OnePlus-ში ეს პრობლემა საინტერესო ბიზნეს მოდელით მოაგვარეს. მათი ერთადერთი სმარტფონით  და შედარებით შეზღუდული მარკეტინგის რესურსებით, არ შეეძლოთ გლობალური იგივე ძალის სარეკლამო კამპანიის წარმოება, რაც მის კონკურენტებს. ასევე, ძნელი იქნებოდა დაერწმუნებინათ მასობრივი ბაზარი, რომ კომპანია, რომელსაც მხოლოდ ერთი ტელეფონი აქვს შექმნილი, მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფდა. მათ გათვლა გააკეთეს აზრის ლიდერებზე, ინიციატორებზე, რომლებიც ადვილად იღებენ სიახლეებს, და არა მოსახლეობის იმ 95%-ზე, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ იმ 5% აზრის ლიდერს გაჰყვება. ეს გარკვეული დრო კი, მოცემულ პირობებში დიდ რესურსებს მოითხოვდა. ხოდა, გადაწყვიტეს ზემოთ ხსენებული ორი წესის გამოყენება. როგორც ვთქვი, იმის გავლენის ქვეშ ვექცევით ვინც მოგვწონს. თუ გამყიდველი მოგვწონს პროდუქტს ვიყიდით. თუმცა, რთულია მოვიწონოთ უცნობი ადამიანი. მაგრამ რა მოხდება თუ გამყიდველი ჩვენი მეგობარია? OnePlus-ის ტელეფონებს მომხმარებლები “ყიდიან”. ტელეფნის 16 GB ვერსია $299 ღირს, მაგრამ მის ყიდვას ვერ შეძლებთ, თუ მოსაწვევი არ გაქვთ. მოსაწვევი შეიძლება გამოგიგზავნოთ მეგობარმა. მოსაწვევს ვადა აქვს, რაღაც დროის შემდეგ უქმდება, ირთვება სასწრაფოდ შეძენის აუცილებლობის განცდა. თან მეგობარი გვთავაზობს, ცუდს ხომ არ შემოგვთავაზებს. მისი შეძენით დაეუფლებით ტელეფონს, რომლის მოპოვებაც ასე ძნელია, ხოლო ის რისი მოპოვებაც დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული ჩვენთან ძლიერ ემოციურ კავშირს ამყარებს. ჩვენ ვხდებით ლოიალური, მისი ევანგელისტები, ვქადაგებთ მასზე, ვუბურღავთ მეგობრებს ტვინს, თუ რა მაგარია OnePlus One!

შედეგი: ავტომატურად ხდება აზრის ლიდერების იდენტიფიცირება, ეს ლიდერები ახდენენ სხვებზე გავლენას, ხდება იმ ზედა 5%-ის ათვისება, გაყიდვების პესონალი თავად მომხმარებელია. არ გვყავს შუამავალი, არ არის მეორე და მესამე და შემდეგი დონის ფასნამატები, კომპანია პირდაპირ გვაწვდის პროდუქტს. შესაბამისად, ფასი მსგავსი მონაცემების ტელეფონისთვის ძალიან იაფია, $299. მისი შეძენით, ჩვენ ვხდებით გამორჩეულები, ეს ტელეფონი ძალიან ცოტას აქვს, ხოლო მისი მონაცემები ცალკე დიფერენცირების ფაქტორია.

რაც შეეხება მონაცემებს:

პროცესორი – Qualcomm© Snapdragon™ 801 processor with 2.5GHz Quad-core CPUs (ისევე როგორც გალაქსი S5)

RAM 3 GB – გალაქსი S5-ზე 1 GB-ით მეტი

ეკრანი 5,5″

კამერა – უკანა 13 მეგაფიქსელი სონის 6 ლინზით აღჭურვილი . წინა – 5 მეგაფიქსელიანი 80 გრადუსიანი ხედვის კამერა (ერთ-ერთი საუკეთესო ბაზარზე, მისი გამოსვლის მომენტისთვის არცერთ ტელეფონს არ ჰქონდა მსგავსი წინა კამერა. შექმნილი სელფებისთვის)

ოპერაციული სისტემა – სპეციალურად OnePlus-ისთვის მოდიფიცირებული ანდროიდი მრავალი გამორჩეული ფუნქციით

ელემენტი – 3100 mAh , (galaxy S5 2800)

სწორედ ამიტომაც OnePlus-ში საკუთარ ერთადერთ მოდელს Flagship Killer-ად მოიხსენიებენ. ის ისეა შექმნილი, რომ ყველა კომპონენტში შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მთავარ კონკურენტებს.

მოგინდათ? მაშინ ჯობია OnePlus-იანი მეგობარი გყავდეთ ან დაუმეგობრდეთ 😀 ბიზნეს მოდელი კი მსოფლიოს ედება, იმედია საქართველომდეც ჩამოაღწევს მალე.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s