ქობულეთი – გრძელვადიანი პერსპექტივა

როგორც ქართველების უმეტესობას, მეც მქონდა ბედნიერება ქობულეთში “დამესვენა” რამდენიმე დღით. ამას დასვენებას ვერც დავარქმევ, ორ დღეში გამოვიქეცი. თუმცა ის ორი დღეც გადავწყვიტე პროდუქტიულად გამომეყენებინა და ქობულეთის მომავალზე ჩავფიქრებულიყავი 🙂

ისე ეს ქობულეთი უფრო ზოგადი პრობლემაა, ვიდრე კონკრეტული კურორტის. წელს მაგალითად, ანაკლიამ დაკარგა ფესტივალი, რომელსაც შეეძლო კურორტი ძალიან დიდი ტემპებით განევითარებინა მომდევნო წლებში. მიზეზი კი ტურიზმის სტრატეგიის არარსებობა და შესაბამისი სამთავრობო ორგანოების ინერტულობა აღმოჩნდა. მათ გადაწყვიტეს გამდგარიყვნენ გვერდზე, რათა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან აგრესია აერიდებინათ, რაც შემდგომში შესაძლოა არჩევნებში მიღებულ ხმებში გამოხატულიყო. შედეგად მივიღეთ სრულიად მოუმზადებელი მომსახურების სექტორი. ხალხს არავინ არ ასწავლა და აუხსნა, როგორ ხდება კურორტის განვითარება, როგორ ხდება მომსახურების მიწოდება, რა კონკურენტულ უპირატესობაზე უნდა მოეხდინათ ფოკუსირება. შედეგად მივიღეთ 2 ლარიანი ხინკალი და 3 ლარიანი წყალი, კურორტის განვითარება რამდენიმე წლით შეფერხდა.

ანაკლიელებს აქამდე ტურისტულ ბიზნესში თითქმის არანაირი გამოცდილება არ ჰქონიათ, რასაც ვერ ვიტყვით ქობულეთის მოსახლეობაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, მდგომარეობა ბევრად უკეთესი არც აქ არაა. სანაპიროზე 20 თეთრიანი წყალი 1,5 ლარი, 330 ჰეინეკენი ბუნგალოში 6,4 ლარი, კოქტეილი Long Iceland Ice Tea 16,5 ლარი ღირს. ამას ისიც ემატება, რომ სერვისის დონე ძალიან დაბალია. მაგალითად, ქვემოთ სურათზე სასადილოს პატრონს, რომელიც დარწმუნებული ვარ დაბადებიდან ამ ბიზნესშია, ჩაი და ყავა გამაგრილებელი სასმელი ჰგონია. კაფეები მიზნობრივ მარკეტინგს სომხური სიმღერების ჩართვით ახდენენ. სომხებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუმცა დაბალი ხარისხის მუსიკა, მათ შორის ქართულიც, რომელიც ყველგან ყურში გხვდება, ძალიან გამაღიზიანებელია.

WP_20140815_19_38_39_Raw

ქობულეთს დამსვენებელი მაინც არ აკლია. წელს, როგორც ადგილობრივები ამბობდნენ, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის დამსვენებელი ჰყავდათ. მიზეზი მარტივია, ალტერნატივა ნაკლებად არის. სომეხ დამსვენებელს წასასვლელი სხვაგან ნაკლებად აქვს, ქართველების ნაწილი მართალია თურქეთის კურორტებზე მიდის, მაგრამ ეს შედარებით ძვირია. ძვირი არა იმიტომ რომ იქ მაღალი ფასებია, პირიქით, მაგრამ აქ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ქართველი დამსვენებელი, რომელიც ქობულეთში ჩადის ფულს მხოლოდ მინიმალურ მოთხოვნილებებზე ხარჯავს, როგორიცაა საცხოვრებელი და კვება. კვების შემთხვევაშიც მინიმალური დანახარჯები გაიწევა.

იმ ორდღიანი ფიქრისას 🙂 ერთი საკმაოდ შესაძლებელ სცენარი წარმოვიდგინე. როგორც იცით, ველოდებით ევროპასთან უვიზო მიმოსვლას. არამგონია ბევრ ქობულეთელს ეფიქროს, როგორ აისახება ეს მათ ბიზნსზე. უვიზო მიმოსვლა ბიძგს მისცემს დაბალფასიან ავიახაზებს დაიწყონ ფრენები ევროპაში. აქვე ტურისტული კომპანიებიც დაიწყებენ აქტიურობას და შედეგად შეიძლება მივიღოთ 30 ევროდ ფრენები შავი ზღვის მეორე სანაპიროზე, რუმინეთის კონსტანცა და ბულგარეთის ვარნა.

და რა ხდება იქ? იქ ფასების დონე საშუალოდ 30-50%-ით უფრო დაბალია კვებისა და გართობის ობიექტებში. ჰეინეკენი, რომელიც წეღან ვახსენე, 0,5 ლიტრიანი 4 ლარი ღირს რუმინეთში, კიდევ უფრო იაფია ბულგარეთში. რუმინეთის სანაპიროს ერთ-ერთ კურორტზე Vama Veche-ში წელს ვიყავი. სამწუხაროდ, არ ვარ ნამყოფი ბულგარეთის სანაპიროზე, თუმცა სოფიის და ბუქარესტის ფასების დონის შედარებით, შემიძლია ვთქვა, რომ ბულგარეთი დაახლოებით 10-20%-ით კიდევ უფრო იაფია. Vama Veche არის კურორტი თავისუფალი ხალხისთვის. არ არის შეზღუდვა ნუდიზმზე, ფასები ძალიან დაბალია. არის უამრავი როკ კლუბი და პაბი, ყველგან უფასოა შესვლა, და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რუმინელი გოგო ^_^  მოკლედ, ეს ადგილი ჩემთვის კაზანტიპზე უკეთესია, როკ მუსიკის სიყვარულის გამო. თუმცა ვისაც უფრო წყნარი გარემო უნდა სხვა კურორტები ასეთ გარემოსაც სთავაზობენ. უბრალოდ, უნდა აირჩიოთ რა გინდათ და იაფად ძალიან კარგად დაისვენებთ. ხოდა, რისი თქმა მინდა, როდესაც იაფიანი ფრენები და უვიზო მიმოსვლა დაიწყება, იქნება თუ არა ქობულეთი კონკურენტუნარიანი? მე პირადად ვამჯობინებდი ბულგარეთში დასვენებას, ნამდვილ დასვენებას და არ მექნებოდა ყოველთვის იმის შეგრძნება, რომ ვიღაც ჩემზე მაგარ ფულს აკეთებს და მე რა მინდა საერთოდ არ აინტერესებს.

ალბათ იმასაც იკითხავთ, ასეთი დაბალი ფასების და საქართველოზე შედარებით მაღალი ხელფასების პირობებში, რჩებათ თუარა ბიზნესებს მოგება შავი ზღვის მეორე სანაპიროზე. დიახ რჩებათ! უბრალოდ შეხედეთ სურათებს, ერთი ქობულეთი, მეორე Vama Veche. იმედია, ჩვენი აჭარელი მოსახლეობა მალე გააცნობიერებს, რომ ბიზნესი ასე არ კეთდება, თუმცა დიდი იმედიც არ მაქვს. პლიაჟზე ჩემს უკან ადგილობრივები ლაპარაკობდნენ, ერთი ახალგაზრდა ბიჭი ამბობდა, რომ უკვე ცამეტი წელია სიმინდით და გასაბერი კამერებით ვაჭრობს. ამ დროის განმავლობაში მინიმალურ განვითარებასაც ვერ მიაღწია. ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ ამას კმაყოფილი ყვებოდა. სამწუხაროდ, შთაბეჭდილება მრჩება, მთელი ტურიზმის სექტორიც ანალოგიურ მდგომარეობაშია.

ქობულეთის ერთ-ერთი ბარი

ქობულეთის ერთ-ერთი ბარი

შიგნით ხალხი არ ეტევა, სურათი ეზოშია გადაღებული

რუმინეთი-შიგნით ხალხი არ ეტევა, სურათი ეზოშია გადაღებული

 

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s