პოსტი პოსტერებზე

პოსტერის ისტორია საუკუნეებს ითვლის. დღეს ის, როგორც რეკლამა ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი მიზნით გამოიყენება. რამდენიმე დღის წინ კი გადავწყვიტე ამ თემისთვის ჩემი პირველი და იმედია არა უკანასკნელი პოსტი მიმეძღვნა. ქვეკატეგორიად კი ფილმის პოსტერები ვარჩიე.
სასურველი ფილმის ძიება ხანგრძლივი, რთული და დამღლელი პროცესია.  ხანდახან ძებნა ფილმის მეტრაჟზე დიდხანსაც გრძელდება, ბევრჯერ ალბათ გაერთეთ, დაიღალეთ და სულ დაგავიწყდათ რომ რაღაცის ყურებას აპირებდით. მერე ნერვები მოგეშალათ და საერთოდ გამორთეთ კომპიუტერი. თუ თქვენ ერთხელ მაინც გადაგიწყვეტიათ ფილმის ყურება/არყურება მისი პოსტერის მიხედვით, მაშინ Welcome to my world.

როგორი უნდა იყოს და უფრო მეტად კი საინტერესოა, როგორი არ უნდა იყოს პოსტერი ?
ყველაფერი ალბათ გემოვნების საკითხია და შესაბამისად, ინდივიდუალურია. თუმცა ვეცდები, ჩემი „მოკრძალებული“ აზრები გაგიზიაროთ: Continue reading

Advertisements

აღქმადი კონტრასტი

contrast_header

პირველად რაც თავში მომივიდა, ჩემი ერთ-ერთი შოპინგის მაგალითია, რომლის მსგავსიც დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანს ჰქონია. ტაბლეტის საყიდლად შევედი მაღაზიაში და ავარჩიე რაც მინდოდა. შემდეგ კიდევ გავიარე, ტექნიკას ვათვალიერებდი. უცბად, დავინახე ყურსასმენები, რომლის ყიდვაც ადრეც მინდოდა, თუმცა ფული მენანებოდა, 40 ლარამდე ღირდა. Continue reading

ფასის სტრატეგიები

pricing

დღეს  თბილისის მოლები მოვიარე, ზღვისთვის ტანსაცმელი ვიყიდე, ბევრი არაფერი, თუმცა რამდენიმე საათი კი მოვუნდი. წარმატებული შოპინგი გამოვიდა, გამიხარდა ჩემი საყვარელი ბრენდები Pull&Bear და Bershka თბილისი მოლში რომ აღმოვაჩინე, არვიცი ჩემს აქ არყოფნაში გახსნეს თუ აქამდე არ შემიმჩნევია, Continue reading

Monkey me, Monkey do

social-proof-shutterstock_110934842-442x331

რატომ ადევს ფონად იუმორისტულ გადაცემებს ხელოვნური თუ ბუნებრივი სიცილი? რატომ ყრის ბარმენი კლუბის გახსნისას საკუთარი თიფის ქილაში თანხას? რატომ იქცა ოპერებში ტრადიციად ტაშის დამკვრელების დაქირავება? დაფიქრებულხართ თუ რატომ ვფიქრობთ იმას რასაც ვფიქრობთ, როდესაც ქუჩაში მწოლიარე ადამიანს ვხედავთ. ხო მართლა, დიდი ალბათობით ამ უკანასკნელზე ჩემნაირი რეაქცია გაქვთ, Continue reading

Commitment and Consistency

transparent-packaging-commitment

 

სათაურის თარგმნას მოვერიდე, სიმართლე გითხრათ არვიცი ამ ტემრინების ქართული შესატყვისი, რასაც მარკეტინგში ვიყენებთ. Commitment ნიშნავს ვალდებულებას, ჩაბმას, რაღაცისადმი ძლიერი კავშირის გაჩენას. Consistency ესაა თანმიმდევრულობა. Continue reading

რეკლამა ქვეცნობიერში

რეკლამის გავლენა ქვეცნობიერზე მომხმარებელს და მომხმარებელთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს მას შემდეგ აწუხებს რაც რეკლამა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ამ მხრივ რა თქმა უნდა ამერიკელი მომხმარებლები აქტიურობენ, მათზე ხომ პირველად გამოსცადეს რეკლამის ამგვარი ხერხები.  პირველი აჟიოტაჟი ამერიკელი მეცნიერების ექსპერიმენტს მოჰყვა. მათ კინოთეატრში წამის მეასედიანი ხანგრძლივობით ფილმში ჩართეს პოპკორნისა და კოკა-კოლას სურათები და განაცხადეს, რომ იმდღეს გაყიდვები ჩვეულებრივზე გაცილებით მეტად გაიზარდა. ეს ნიშნავდა, რომ რეკლამის ავტორებს მომხმარებლის ქვეცნობიერის მანიპულირება შეეძლოთ და რაციონალური ქმედებებიდან გვერდის ავლით მათი სპონტანური რეაქციები ემართათ. მომხმარებლთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებმა ამგვარი რეკლამების აკრძალვა მოითხოვეს და აშშ-სა და მრავალი სხვა ქვეყნის რეგულაციებშიც აისახა ამგვარი რეკლამების კონტროლის ზომები. თუმცა ქვეცნობიერი რეკლამა დღესაც აქტიურად გამოიყენება და საკითხავი ისაა მართლა ახდენს თუ არა ის გავლენას მომხმარებლის გადაწყვეტილებებზე ამ უკანასკნელთა რაციონალური აზროვნებისგან გვერდის ავლით. Continue reading

პარტიზანული მარკეტინგი (Guerrilla Marketing)

guerrilla

პარტიზანული მარკეტინგი (Guerrilla Marketing) ესაა საინტერესო და კრეატიული მიდგომა რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით და მარკეტოლოგებს საშუალებას აძლევს მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური გამოხმაურება გამოიწვიონ, თუმცა ეს ასე ადვილიც არაა. Continue reading

პროდუქტის განთავსება და შაურმა

პროდუქტის განთავსება (product placement) არის არატრადიციული რეკლამირების ტექნიკა, როცა კომპანია თავის პროდუქციას, ბრენდს უკეთებს სტიმულირებას მისი ფილმში, ტელევიზიაში ან სხვა მედია საშუალებაში გამოჩენით. ამ დროს ჩვეულებრივ დგება შეთანხმება კომპანიასა და მედია საშუალებას შორის, რომ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ პროდუქტი გამოჩნდება/გამოყენდება ფილმსა  თუ შოუში.

ალბათ ყველა თქვენგანს აქვს ნანახი ჯეიმს ბონდის ერთი ფილმი მაინც. ის პროდუქტის განთავსების თვალსაჩინო და კლასიკური მაგალითია. ჯეიმს ბონდი მაყურებლის თვალში პოზიციონირდება, როგორც ნამდვილი, ძლიერი მამაკაცის ეტალონი. შესაბამისად ჩნდება მიბაძვის სურვილი. როგორ შეიძლება დაემსგავსონ მას? ერთ-ერთი საშუალება ამისთვის ავტომობილია.  კომპანიები წლებია ფილმის შემქმნელებს მილიონებს უხდიან, რათა მათი ბრენდის მანქანა გამოჩნდეს ფილმში. ბონდის “გარაჟს” ეკუთვნოდა შემდეგი მოდელის ავტომანქანები: BMW, Aston Martin, Audi, Bentley, Rolls-Royce. პროდუქტის განთავსების მხრივ გამორჩეულად დახუნძლული იყო “Skyfall”. Continue reading

ფერთა ფსიქოლოგია

ზოგადად მარკეტინგში და განსაკუთრებით ბრენდინგის პროცესში ფერებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სენსორული სტიმულებიდან მხედველობას და შესაბამისად ფერს, განსაკუთრებული ადგილი უკავია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც აუდიტორიას ჩვენთან მხოლოდ ვიზუალური კონტაქტის შესაძლებლობა აქვს. საქმიანობის სხვადასხვა სფეროსთვის სხვადასხვა სახის ფერებია მიღებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამ წესებს უნდა მივყვეთ. მთავარი ჩვენი ბრენდის ხასიათია, ის თუ როგორ გვინდა მომხმარებელმა აღგვიქვას.  Marketo-ს ამ საინტერესო სურათზე ძალიან მარტივად და საინტერესოდაა მოცემული მარკეტინგში ფერების გამოყენების ძირითადი რჩევები.  Continue reading