მსოფლიოს ახალი ვირუსი მოედო

ჩვენ ერთ-ერთ პოსტში მოგიყევით წარმატებული ვირუსული ექსპერიმენტის შესახებ და ეხლა კი გვინდა გაგაცნოთ სრულიად ახალი ვირუსი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა – ეს არის ALS Ice Bucket Challenge.

შეჯიბრის წესი მდგომარეობს შემდეგში:  სხვის მიერ გამოწვეული მონაწილე ისხამს თავზე ყინულიან წყალს და ასახელებს 3 ადამიანს, რომელთაც 24 საათში უნდა შეასრულონ იგივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ საქვლემოქმედო ფონდში თანხის გადარიცხვა. ეს სამი ადამიანი სათითაოდ ასახელებს შემდეგ სამს და ასე ვრცელდება კონკურსი ვირუსულად.

ამ შეჯიბრის დაწყების ისტორია არის შემდეგი: ფლორიდელი გოლფის მოთამაშე კრის კენედი მეგობარმა მიიწვია ყინულიანი წყლის კონკურსში, რომელიც ეძღვენებოდა  ერთ-ერთი ავადმყოფი ბავშვისთვის ქველმოქმედების გაწევას. კენედმა შემდეგი გავრცელებისთვის მოიფიქრა კონკურსი მიეძღვნა ამფიოტროპული სკლეროზის ასოციაციისთვის (ALS Association). კონკურსში გამოწვეული ადამიანებიდან, ვინც არ შეასრულებდა ამ შეჯიბრის პირობას, მას 100 დოლარი უნდა  გადაერიცხა ამ ასოციაციისთვის. შემდეგ ეს კონკურსი ვირუსულად გავრცელდა იგივე საქველმოქმედო მიზნებით და მასში ჩაერთო თითქმის ყველა ცნობილი ამერიკული კომპანიის დირექტორები (როგორიცაა ბილ გეიტსი და მარკ ცუკერბერგი), შოუბიზნესისა და სპორტის წარმომადგენლები. ამჟამად  ამ ორგანიზაციისთვის გადარიცხულ თანხა შეადგენს 15 მილიონ დოლარზე მეტს! შემოწირული თანხა დღითიდღე იზრდება.  Continue reading

Advertisements

მტირალა ჩარლი

reasons_my_son_is_crying_tall

ნეტავ რას დაარქმევენ მომავალი თაობები ეპოქას სადაც ჩვენ ვცხოვრობთ? ჩვენ ხომ უკვე შევურჩიეთ სახელები წარსულს: ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, ფეოდალიზმი, ბნელი შუა საუკუნეები, ინდუსტრიული რევოლუცია, ცივი ომის ეპოქა და რა ვიცი, მგონი რაღაცეებიც გამომრჩა. მოკლედ, გვიყვარს წარსულზე ლაპარაკი, განსაკუთრებით ქართველებს. და ნეტავ რას იტყვიან ჩვენზე მომავალი თაობები რამდენიმე საუკუნის შემდეგ? რა გვაქვს განსაკუთრებული რაც აქამდე არ მომხდარა?   Continue reading

აპრილის ვირუსული რეკლამები

Pepsi Max

პეპსით შთაგონებული ბიონსეს ცეკვამ 4 აპრილიდან youtube-ზე 9 მილიონ ნახვამდე დააგროვა.

Continue reading

ვირუსული ქარიშხალი

World Wide Rave

ყველა მარკეტოლოგის ოცნებაა ადამიანები საკუთარ ბრენდსა თუ კომპანიაზე აალაპარაკოს. რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე სიტუაცია როდესაც ადამიანები მთელი მსოფლიოს გარშემო შენზე ლაპარაკობენ და ზოგ შემთხვევაში, და უმეტესად ასეც ხდება, შენ მთელს ამ აურზაურში არავიტარი წვლილი არ მიგიძღვის. რა უნდა იყოს უკეთესში დადებითი გამოხმაურება ვიგულისხმე მსოფლიო საზოგადოების, თუმცა რა თქმა უნდა უარყოფითი ინფორმაციის დამუხტული მსოფლიო ქარიშხალიც არც თუ ისე იშვიათია. Continue reading

რჩევები სოციალური მედიის მართვაში

socialmediaდღეს დავწერ სოციალურ მედიაში გვერდების მართვის შესახებ რამდენიმე რჩევას, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ონლაინ მარკეტინგის წიგნში ამოვიკითხე და სრულიად ვეთანხმები, მითუმეტეს, რომ რეალობაში ძალიან ამართლებს. Continue reading

Statdash.com ახალი ანალიტიკური პლათფორმა

ონლაინ მარკეტინგის ინტეგრირებული პროგრამა ახლახანს აღმოვაჩინე StumbleUpon-ზე სერჩვისას. Statdash საშუალებას გაძლევთ თქვენი სხვადასხვა სოციალური მედიის პროფილები, თქვენი ვებ-გვერდი და სხვადასხვა ანალიტიკური პლათფორმები ერთ სივრცეში მოაქციოთ და თვალი ადევნოთ სტატისტიკას. statdash-ს აქვს უფასო ექაუნთიც და შეგიძლიათ სცადოთ. მანამდე კი უყურეთ ამ სახალისო ვიდეოს.

მომხმარებლის პროფილი

customer

ბიზნესმა განვითარების პირველივე ეტაპზე და შემდეგ განუწყვეტლივ უნდა დასვას კითხვა: ვინ არის ჩვენი მომხმარებელი? რა უნდა მას? რა ინტერესები აქვს? ხომ არ შეიცვალა რაიმე მისი ცხოვრების წესში და დამოკიდებულებებში? სწორედ ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხი ქმნის მომხმარებლის პროფილს, რომელზე ორიენტაციის გარეშე მარკეტინგული ღონისძიებები დაბალი ეფექტიანობისთვისაა განწირული. Continue reading

სოციალური მედია მარკეტინგი ციფრებში

სოციალური მედია მარკეტინგი სულ უფრო პოპულარული ხდება. როგორც ჩანს, მარკეტოლოგები თვლიან, რომ ამ მიმართულებით რესურსების მიმართვა უფრო მომგებიანია. ფაქტი ერთია, მარკეტინგი უკვე ის აღარაა რაც თუნდაც 5 წლის წინ იყო. სურათზე მოცემულია მონაცემები 2010 წლის მარკეტინგის ხარჯების შესახებ სოციალური მედიაში. Continue reading

კოქტეილი

socialmediahandbook_616

უკვე მესამე პოსტს ვწერ და დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა და უცბად გადავწყვიტე სოციალური ქსელების შესახებ მომეწოდებინა მცირე ინფორმაცია. სოციალურ ქსელის გაგონებაზე ალბათ თქვენს უმეტესობას Facebook ახსენდება. მისი პოპულარობა მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში ყოველგვარ საზღვრებს სცდება. თუმცა Facebook-ის გარდა არსებობს მრავალი სოციალური ქსელი რომლებიც მისგან დანიშნულებითა და მიზნობრივი აუდიტორიით განსხვავდებიან. შესაბამისად, მათ შესახებ მცირე ინფორმაცია, ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნებოდა თქვენთვის, რამდენადაც თქვენც შეიძლება გახდეთ მათი ერთგული მომხმარებლები ისევე როგორც მე. დილით გადავთვალე და აღმოვაჩინე ჩემდა გასაოცრად რომ 15 სოციალური ქსელის მომხმარებელი ვარ, თუმცა რა თქმა უნდა ყველას ერთნაირ ყურადღებას ვერ ვუთმობ. მოდით ჩემს გამოცდილებას მოგიყვებით მათთან დაკავშირებით და სოციალური მედია მარკეტინგის ბიზნეს სტრატეგიაში თითოეულის შესაძლო ადგილზეც მოგახსენებთ ჩემს აზრს. Continue reading