პოსტი პოსტერებზე

პოსტერის ისტორია საუკუნეებს ითვლის. დღეს ის, როგორც რეკლამა ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი მიზნით გამოიყენება. რამდენიმე დღის წინ კი გადავწყვიტე ამ თემისთვის ჩემი პირველი და იმედია არა უკანასკნელი პოსტი მიმეძღვნა. ქვეკატეგორიად კი ფილმის პოსტერები ვარჩიე.
სასურველი ფილმის ძიება ხანგრძლივი, რთული და დამღლელი პროცესია.  ხანდახან ძებნა ფილმის მეტრაჟზე დიდხანსაც გრძელდება, ბევრჯერ ალბათ გაერთეთ, დაიღალეთ და სულ დაგავიწყდათ რომ რაღაცის ყურებას აპირებდით. მერე ნერვები მოგეშალათ და საერთოდ გამორთეთ კომპიუტერი. თუ თქვენ ერთხელ მაინც გადაგიწყვეტიათ ფილმის ყურება/არყურება მისი პოსტერის მიხედვით, მაშინ Welcome to my world.

როგორი უნდა იყოს და უფრო მეტად კი საინტერესოა, როგორი არ უნდა იყოს პოსტერი ?
ყველაფერი ალბათ გემოვნების საკითხია და შესაბამისად, ინდივიდუალურია. თუმცა ვეცდები, ჩემი „მოკრძალებული“ აზრები გაგიზიაროთ: Continue reading

Turn it off

29 მარტს მსოფლიო აღნიშნავს დედამიწის საათს (Earth Hour), შევამციროთ ელექტრო ენერგიის მოხმარება, გავუფრთხილდეთ ბუნებას! ესაა მთავარი იდეა ამ სიმბოლური აქციის. თუმცა კრეატიული მარკეტოლოგი რას არ მოიფიქრებს. ჯერ იყო და შარშან პრეზერვატივის რეკლამა გამოჩნდა, სადაც მანათობელ პრეზერვატივებს გვთავაზობდნენ ეს ერთი საათი პროდუქტიულად რომ გამოგვეყენებინა. Continue reading