ავტორიტეტი – “მამაოს ქეისი”

გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი რაზე დამეწერა პოსტი, რაღაცის დაწერა მინდოდა და არ ვიცოდი რის.  და უცბად, ღამით, ერთი მორიგი კაზანტიპული ფეისბუქ დებატების შემდეგ, მეგობარმა მომწერა მამაოები გამოვსულიყავით ხომ არ ჯობდა მარკეტოლოგობასო, ესე უფრო ადვილია ადამიანების აზრებზე ზეგავლენის მოხდენაო 🙂 ხოდა, გადავწყვიტე ამ თემაზე დამეწერა. კერძოდ კი, ავტორიტეტი როგორც ადამიანებზე გავლენის მოხდენის საშუალება, რასაც მარკეტინგში და პიარში უდიდესი გამოყენება და შესაძლებლობები აქვს. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან „მამაოს ქეისამდე“, რომელთა წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ ამ ძალას სათანადოდ ვერ ვაფასებდი.

Leader3

ფსიქოლოგიის პროფესორმა სტენლი მილგრამმა თავისი ექსპერიმენტით ბევრი შოკში ჩააგდო. Continue reading