ავტორიტეტი – “მამაოს ქეისი”

გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი რაზე დამეწერა პოსტი, რაღაცის დაწერა მინდოდა და არ ვიცოდი რის.  და უცბად, ღამით, ერთი მორიგი კაზანტიპული ფეისბუქ დებატების შემდეგ, მეგობარმა მომწერა მამაოები გამოვსულიყავით ხომ არ ჯობდა მარკეტოლოგობასო, ესე უფრო ადვილია ადამიანების აზრებზე ზეგავლენის მოხდენაო 🙂 ხოდა, გადავწყვიტე ამ თემაზე დამეწერა. კერძოდ კი, ავტორიტეტი როგორც ადამიანებზე გავლენის მოხდენის საშუალება, რასაც მარკეტინგში და პიარში უდიდესი გამოყენება და შესაძლებლობები აქვს. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან „მამაოს ქეისამდე“, რომელთა წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ ამ ძალას სათანადოდ ვერ ვაფასებდი.

Leader3

ფსიქოლოგიის პროფესორმა სტენლი მილგრამმა თავისი ექსპერიმენტით ბევრი შოკში ჩააგდო. Continue reading

Advertisements

აღქმადი კონტრასტი

contrast_header

პირველად რაც თავში მომივიდა, ჩემი ერთ-ერთი შოპინგის მაგალითია, რომლის მსგავსიც დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანს ჰქონია. ტაბლეტის საყიდლად შევედი მაღაზიაში და ავარჩიე რაც მინდოდა. შემდეგ კიდევ გავიარე, ტექნიკას ვათვალიერებდი. უცბად, დავინახე ყურსასმენები, რომლის ყიდვაც ადრეც მინდოდა, თუმცა ფული მენანებოდა, 40 ლარამდე ღირდა. Continue reading

Monkey me, Monkey do

social-proof-shutterstock_110934842-442x331

რატომ ადევს ფონად იუმორისტულ გადაცემებს ხელოვნური თუ ბუნებრივი სიცილი? რატომ ყრის ბარმენი კლუბის გახსნისას საკუთარი თიფის ქილაში თანხას? რატომ იქცა ოპერებში ტრადიციად ტაშის დამკვრელების დაქირავება? დაფიქრებულხართ თუ რატომ ვფიქრობთ იმას რასაც ვფიქრობთ, როდესაც ქუჩაში მწოლიარე ადამიანს ვხედავთ. ხო მართლა, დიდი ალბათობით ამ უკანასკნელზე ჩემნაირი რეაქცია გაქვთ, Continue reading