მსოფლიოს ახალი ვირუსი მოედო

ჩვენ ერთ-ერთ პოსტში მოგიყევით წარმატებული ვირუსული ექსპერიმენტის შესახებ და ეხლა კი გვინდა გაგაცნოთ სრულიად ახალი ვირუსი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა – ეს არის ALS Ice Bucket Challenge.

შეჯიბრის წესი მდგომარეობს შემდეგში:  სხვის მიერ გამოწვეული მონაწილე ისხამს თავზე ყინულიან წყალს და ასახელებს 3 ადამიანს, რომელთაც 24 საათში უნდა შეასრულონ იგივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ საქვლემოქმედო ფონდში თანხის გადარიცხვა. ეს სამი ადამიანი სათითაოდ ასახელებს შემდეგ სამს და ასე ვრცელდება კონკურსი ვირუსულად.

ამ შეჯიბრის დაწყების ისტორია არის შემდეგი: ფლორიდელი გოლფის მოთამაშე კრის კენედი მეგობარმა მიიწვია ყინულიანი წყლის კონკურსში, რომელიც ეძღვენებოდა  ერთ-ერთი ავადმყოფი ბავშვისთვის ქველმოქმედების გაწევას. კენედმა შემდეგი გავრცელებისთვის მოიფიქრა კონკურსი მიეძღვნა ამფიოტროპული სკლეროზის ასოციაციისთვის (ALS Association). კონკურსში გამოწვეული ადამიანებიდან, ვინც არ შეასრულებდა ამ შეჯიბრის პირობას, მას 100 დოლარი უნდა  გადაერიცხა ამ ასოციაციისთვის. შემდეგ ეს კონკურსი ვირუსულად გავრცელდა იგივე საქველმოქმედო მიზნებით და მასში ჩაერთო თითქმის ყველა ცნობილი ამერიკული კომპანიის დირექტორები (როგორიცაა ბილ გეიტსი და მარკ ცუკერბერგი), შოუბიზნესისა და სპორტის წარმომადგენლები. ამჟამად  ამ ორგანიზაციისთვის გადარიცხულ თანხა შეადგენს 15 მილიონ დოლარზე მეტს! შემოწირული თანხა დღითიდღე იზრდება.  Continue reading