Statdash.com ახალი ანალიტიკური პლათფორმა

ონლაინ მარკეტინგის ინტეგრირებული პროგრამა ახლახანს აღმოვაჩინე StumbleUpon-ზე სერჩვისას. Statdash საშუალებას გაძლევთ თქვენი სხვადასხვა სოციალური მედიის პროფილები, თქვენი ვებ-გვერდი და სხვადასხვა ანალიტიკური პლათფორმები ერთ სივრცეში მოაქციოთ და თვალი ადევნოთ სტატისტიკას. statdash-ს აქვს უფასო ექაუნთიც და შეგიძლიათ სცადოთ. მანამდე კი უყურეთ ამ სახალისო ვიდეოს.

კოქტეილი

socialmediahandbook_616

უკვე მესამე პოსტს ვწერ და დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა და უცბად გადავწყვიტე სოციალური ქსელების შესახებ მომეწოდებინა მცირე ინფორმაცია. სოციალურ ქსელის გაგონებაზე ალბათ თქვენს უმეტესობას Facebook ახსენდება. მისი პოპულარობა მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში ყოველგვარ საზღვრებს სცდება. თუმცა Facebook-ის გარდა არსებობს მრავალი სოციალური ქსელი რომლებიც მისგან დანიშნულებითა და მიზნობრივი აუდიტორიით განსხვავდებიან. შესაბამისად, მათ შესახებ მცირე ინფორმაცია, ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნებოდა თქვენთვის, რამდენადაც თქვენც შეიძლება გახდეთ მათი ერთგული მომხმარებლები ისევე როგორც მე. დილით გადავთვალე და აღმოვაჩინე ჩემდა გასაოცრად რომ 15 სოციალური ქსელის მომხმარებელი ვარ, თუმცა რა თქმა უნდა ყველას ერთნაირ ყურადღებას ვერ ვუთმობ. მოდით ჩემს გამოცდილებას მოგიყვებით მათთან დაკავშირებით და სოციალური მედია მარკეტინგის ბიზნეს სტრატეგიაში თითოეულის შესაძლო ადგილზეც მოგახსენებთ ჩემს აზრს. Continue reading