WWW.MINDER.GE

მოგესალმებით,

ამ ბლოგზე პოსტები აღარ დაიდება, რადგან დავიწყეთ ახალი პროექტი. ბლოგის მკითხველებო გვესტუმრეთ იქ, ძალიან გაგვიხარდება 🙂

WWW.MINDER.GE 

www.minder.ge

ქობულეთი – გრძელვადიანი პერსპექტივა

როგორც ქართველების უმეტესობას, მეც მქონდა ბედნიერება ქობულეთში “დამესვენა” რამდენიმე დღით. ამას დასვენებას ვერც დავარქმევ, ორ დღეში გამოვიქეცი. თუმცა ის ორი დღეც გადავწყვიტე პროდუქტიულად გამომეყენებინა და ქობულეთის მომავალზე ჩავფიქრებულიყავი 🙂 Continue reading

OnePlus One – სმარტფონი, რომლის შესახებაც ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია

oneplus

რამდენიმე დღის წინ გადავაწყდი სტატიას OnePlus-ზე და მათი მარკეტინგული სტრატეგიით გაოცებული დავრჩი. არაფერი ახალი არ მოუგონიათ, უბრალოდ მთელი ბიზნეს მოდელი დააფუძნეს ორ ფსიქოლოგიურ ძალაზე და გამბედაობა ეყოთ წასულიყვნენ რისკზე და ბოლომდე მიყოლოდნენ. Continue reading

მსოფლიოს ახალი ვირუსი მოედო

ჩვენ ერთ-ერთ პოსტში მოგიყევით წარმატებული ვირუსული ექსპერიმენტის შესახებ და ეხლა კი გვინდა გაგაცნოთ სრულიად ახალი ვირუსი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა – ეს არის ALS Ice Bucket Challenge.

შეჯიბრის წესი მდგომარეობს შემდეგში:  სხვის მიერ გამოწვეული მონაწილე ისხამს თავზე ყინულიან წყალს და ასახელებს 3 ადამიანს, რომელთაც 24 საათში უნდა შეასრულონ იგივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ საქვლემოქმედო ფონდში თანხის გადარიცხვა. ეს სამი ადამიანი სათითაოდ ასახელებს შემდეგ სამს და ასე ვრცელდება კონკურსი ვირუსულად.

ამ შეჯიბრის დაწყების ისტორია არის შემდეგი: ფლორიდელი გოლფის მოთამაშე კრის კენედი მეგობარმა მიიწვია ყინულიანი წყლის კონკურსში, რომელიც ეძღვენებოდა  ერთ-ერთი ავადმყოფი ბავშვისთვის ქველმოქმედების გაწევას. კენედმა შემდეგი გავრცელებისთვის მოიფიქრა კონკურსი მიეძღვნა ამფიოტროპული სკლეროზის ასოციაციისთვის (ALS Association). კონკურსში გამოწვეული ადამიანებიდან, ვინც არ შეასრულებდა ამ შეჯიბრის პირობას, მას 100 დოლარი უნდა  გადაერიცხა ამ ასოციაციისთვის. შემდეგ ეს კონკურსი ვირუსულად გავრცელდა იგივე საქველმოქმედო მიზნებით და მასში ჩაერთო თითქმის ყველა ცნობილი ამერიკული კომპანიის დირექტორები (როგორიცაა ბილ გეიტსი და მარკ ცუკერბერგი), შოუბიზნესისა და სპორტის წარმომადგენლები. ამჟამად  ამ ორგანიზაციისთვის გადარიცხულ თანხა შეადგენს 15 მილიონ დოლარზე მეტს! შემოწირული თანხა დღითიდღე იზრდება.  Continue reading

პოსტი პოსტერებზე

პოსტერის ისტორია საუკუნეებს ითვლის. დღეს ის, როგორც რეკლამა ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი მიზნით გამოიყენება. რამდენიმე დღის წინ კი გადავწყვიტე ამ თემისთვის ჩემი პირველი და იმედია არა უკანასკნელი პოსტი მიმეძღვნა. ქვეკატეგორიად კი ფილმის პოსტერები ვარჩიე.
სასურველი ფილმის ძიება ხანგრძლივი, რთული და დამღლელი პროცესია.  ხანდახან ძებნა ფილმის მეტრაჟზე დიდხანსაც გრძელდება, ბევრჯერ ალბათ გაერთეთ, დაიღალეთ და სულ დაგავიწყდათ რომ რაღაცის ყურებას აპირებდით. მერე ნერვები მოგეშალათ და საერთოდ გამორთეთ კომპიუტერი. თუ თქვენ ერთხელ მაინც გადაგიწყვეტიათ ფილმის ყურება/არყურება მისი პოსტერის მიხედვით, მაშინ Welcome to my world.

როგორი უნდა იყოს და უფრო მეტად კი საინტერესოა, როგორი არ უნდა იყოს პოსტერი ?
ყველაფერი ალბათ გემოვნების საკითხია და შესაბამისად, ინდივიდუალურია. თუმცა ვეცდები, ჩემი „მოკრძალებული“ აზრები გაგიზიაროთ: Continue reading

სოციალური ქსელების აპლიკაციების წარუმატებელი განახლება

  ბოლო დროს საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა  მობილური აპლიკაციების განახლებები.  მომხარებლების ძალიან დიდი გაღიზიანება გამოიწვია ჯერ Fourqsuare-მა და ახლახან კი Facebook-მა.  ორივე შემთხვევა რაღაცით ჰგავს ერთმანეთს- მომხარებელს აიძულეს დამატებითი აპლიკაცია გადმოეწერა მარკეტიდან.

Foursquare new logo

     რამდენიმე კვირის წინ ფორსქუეარმა გადაწყვიტა არსებული აპლიკაციის მოდიფიკაცია და ახლის, Swarm-ის გამოშვება.  ფორსქუერს მთლიანად გაუქრა check-in-ის ფუნქცია და დარჩა მხოლოდ ობიექტების აღმოჩენისა და რეკომენდაციის დანიშნულება.

Continue reading

iphone 6 და სმარტფონების ბაზარი

iphone

iPhone-ის მომხმარებლები მოუთმენლად ელოდებიან 9 სექტემბერს, როდესაც iPhone 6 ოფიციალურად გაეშვება გაყიდვაში. Continue reading

ავტორიტეტი – “მამაოს ქეისი”

გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი რაზე დამეწერა პოსტი, რაღაცის დაწერა მინდოდა და არ ვიცოდი რის.  და უცბად, ღამით, ერთი მორიგი კაზანტიპული ფეისბუქ დებატების შემდეგ, მეგობარმა მომწერა მამაოები გამოვსულიყავით ხომ არ ჯობდა მარკეტოლოგობასო, ესე უფრო ადვილია ადამიანების აზრებზე ზეგავლენის მოხდენაო 🙂 ხოდა, გადავწყვიტე ამ თემაზე დამეწერა. კერძოდ კი, ავტორიტეტი როგორც ადამიანებზე გავლენის მოხდენის საშუალება, რასაც მარკეტინგში და პიარში უდიდესი გამოყენება და შესაძლებლობები აქვს. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან „მამაოს ქეისამდე“, რომელთა წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ ამ ძალას სათანადოდ ვერ ვაფასებდი.

Leader3

ფსიქოლოგიის პროფესორმა სტენლი მილგრამმა თავისი ექსპერიმენტით ბევრი შოკში ჩააგდო. Continue reading

აღქმადი კონტრასტი

contrast_header

პირველად რაც თავში მომივიდა, ჩემი ერთ-ერთი შოპინგის მაგალითია, რომლის მსგავსიც დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანს ჰქონია. ტაბლეტის საყიდლად შევედი მაღაზიაში და ავარჩიე რაც მინდოდა. შემდეგ კიდევ გავიარე, ტექნიკას ვათვალიერებდი. უცბად, დავინახე ყურსასმენები, რომლის ყიდვაც ადრეც მინდოდა, თუმცა ფული მენანებოდა, 40 ლარამდე ღირდა. Continue reading